10 პროდუქტი, რომელსაც გამხდარი ადამიანები მიირთმევენ - Gemrielia.ge

10 პროდუქტი, რომელსაც გამხდარი ადამიანები მიირთმევენ

არტიშოკი

ყველას სმენია, როგორი აუცილებელია ორგანიზმისთვის პრობიოტიკები - სასარგებლო ბაქტერიები, რომლებსაც იოგურტი და ზოგიერთი სხვა პროდუქტი შეიცავს. ისინი არეგულირებენ საჭმლის მონელებასა და მეტაბოლიზმს ორგანიზმში. მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა პრებიოტიკები, რომლითაც მდიდარია არტიშოკი. პრებიოტიკები - ესაა საკვების კომპონენტები, რომლებიც ვერ გადამუშავდება და ვერ აითვისება კუჭის მიერ, სამაგიეროდ, ფერმენტაციას გადის ნაწლავებში და აუმჯობესებს მათ მუშაობას. ამგვარად, პრებიოტიკებით მდიდარი საკვები დიდხანს იძლევა ნაყროვანების შეგრძნებას. ამას გარდა პრებიოტიკები ასრულებენ პრობიოტიკებისთვის ანუ სასარგებლო ბაქტერიებისთვის ერთგვარი "საკვების" როლს და ინრჩუნებენ ნაწლავის მიკროფლორას ოპტიმალურ მდგომარეობაში.

GEMRIELIA

შოკოლადი

ჟღერს ზედმეტად კარგად იმისთვის, რომ სიმართლე იყოს? გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, ვინც ყოველ დღე იღებს ამ გემრიელ და ტკბილ პროდუქტს, იმაზე გამხდრები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მას მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევს. მეცნიერები ამ ფაქტს ასე ხსნიან: თუ თქვენ სისტემატიურად უკრძალავთ საკუთარ თავს რამე გემრიელობას, ქვეცნობიერად იწყებთ მისი კომპენსირებისთვის სხვა გზების ძიებას. შედეგად, თქვენ მიირთმევთ ბანალურად უზომოდ: ხილს, პურს, გარნირს და იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე გჭირდებათ. უკეთესია, ყოველდღიურ მენიუში ჩართოთ შოკოლადის ფილის მესამედი, ოღონდ ნამდვილი შოკოლადი: თხილის, ქიშმიშისა და არომატიზატორების გარეშე.

GEMRIELIA

ისპანახი

იმ უნიკალური თვისების გამო, რომ ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები, ფრანგებმა ამ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს ”ორგანიზმის ცოცხი” უწოდეს. ამასთან, ისპანახი მდიდარია რკინით, რომელიც აუცილებელია უჯრედების ჟანგბადით უზრუნველყოფისთვის. დიეტოლოგები გვირჩეენ შევაზავოთ ის ლიმონის წვენით, რათა უკეთ მოხდეს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისება.

GEMRIELIA

კვერცხი

კვების სპეციალისტები ამტკიცებენ: მოხარშული კვერცხი საუზმეზე - დღის საუკეთესო დასაწყისია. ფიტნეს-ინსტრუქტორები კი ამატებენ: კვერცხი საუკეთესო და ყველაზე სწორი პროდუქტია ვარჯიშის შემდეგ. ცილა, რომელსაც ქათმის კვერცხი შეიცავს, არაფრით ჩამოუვარდება ხორცისა და რძის ცილას და მას კარგად ითვისებს ორგანიზმი. მთავარია, დღეში 2 კვერცხზე მეტი არ შეჭამოთ, თუ არ გსურთ ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში.

GEMRIELIA

პიკული

მწნილები ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვინც ვერ ძლებს, რომ პირი რამით არ ჩაიტკბარუნოს ვაშმამდე ან ვახშმის შემდეგ. ამ შემთხვევაში პიკული უფრო სასურველი პროდუქტია, ვიდრე ჩიპსი, თხილი, კრეკერი ან რამე სხვა ნუგბარი, რადგან ბოსტნეულის მწნილი გაცილებით ნაკლებ კალორიას შეცავს, ვიდრე სხვა ამგვარი სასუსნავი.

GEMRIELIA

ავოკადო

ეს ნაყოფი ამინომჟავა L-კარინიტინის ბუნებრივი წყაროა. ის ხელს უწყობს ცხიმის წვას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ის ასევე ასტიმულირებს ენერგიის გამომუშავებას კუნთების უჯრედებში.

GEMRIELIA

ჟოლო

ეს დესერტის საუკეთესო ალტერნატივაა. სხვა ხილისა და კენკრისგან განსხვავებით ის მცირე დოზით შეიცავს შაქარს. ჟოლოს 85% წყლისგან შედგება და მდიდარია უჯრედისით.

GEMRIELIA

ბროკოლი

ამ პროდუქტს "სუპერფუდის" თვისებებს მიაწერენ. ის აფერხებს მრავალი დაავადების განვითარებას და იცავს ორგანიზმს სტრესისგან. დიეტოლოგები გიჟდებიან ბროკოლზე იმ ძვირფასი შემადგენლობის გამო, რაც ვიტამინებისა და მინერალების სიმდიდრეში გამოიხატება. ბროკოლი გამოირჩევა მიზერული კალორიულობით - მხოლოდ 30 კკალ 100 გ
პროდუქტზე. კომბოსტოს ამ სახეობის ჭამა უმჯობესია უმად, შეგიძლიათ მიირთვათ ორთქლზე მომზადებულიც, გემოს გასაუმჯობესებლად კი მოაწუროთ ლიმონი.

GEMRIELIA

წითელი თევზი

ხორცთან შედარებით უკეთესია ამინომჟავებისა და მინერალების შემადგენლობით. ამასთან, ის იოლად გადასამუშავებელი და ასათვისებელია ორგანიზმის მიერ. ასე რომ, თუ გაქვთ არჩევანი - მიირთვათ ვახშმად ძროხის ხორცის სტეიკი თუ თევზის ნაჭერი, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერეთ.

GEMRIELIA

წყალი

ჩვენ არ დავიღლებით იმის შეხსენებით, რომ ადამიანმა დღეში სულ მცირე 1,5-2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთს წყურვილი შიმშილში ერევა, ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ იგრძნობთ უსიამოვნო სიცარიელეს მუცელში, სცადეთ დასაწყისისთვის დალიოთ ჭიქა ცივი წყალი.

GEMRIELIA