სილამაზის 15 მარტივი რეცეპტი - Gemrielia.ge

სილამაზის 15 მარტივი რეცეპტი


2. თუ სახე ჭორფლიანი გაქვთ, ყოველდღე წაისვით ლიმონის და კიტრის წვენი

3.ფრჩხილების გასამაგრელბლად სარამოობით გაიკეთეთ ათწუთიანი მარილის აბაზანების, შემდეგ კი ფრჩხილებზე იოდი წაისვით.

4. ორგანიზმში რკინის ნაკლებობა თმის სიმშრალესა და ფრჩხილების ხშირ მტრევას იწვევს.მიიღეთ ვიტამინი B12. ჭამეთ ხორცი,ღვიძლი,წიწიბურა, ვაშლი , სასურველია ''ანტონოვკა'' , ჭერმის ჩირი, ქიშმიში და კვერცხის გული ნებისმიერი სახით.

5. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა: 1 თავი ხახვი (სახეხზე გახეხილი), 1 სუფ.კ. აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და დაბანის წინ თმის ძირებში შეიზილეთ. თავი შეიხვიეთ ცელოფნით,ხოლო შემდეგ თავსაფრით. 2 სთ-ის შემდეგ თავი დაიბანეთ.

5. თმის ძირების გასამაგრებლად ასევე კარგი საშუალებაა: 1 ცალი გახეხილი ხახვი,1 კვერცხის გული,1 სუფ.კ ქაფურის ზეთი, 2 სუფ.კ თაფლი. მიღებული მასა დაბანამდე 2 საათით ადრე შეიზილეთ.

6. თუ თმები გცვივათ,მოხარშეთ დაფნის ფოთლები და ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ.

7. ჭორფლი თითქმის გაგიქრებათ,თუ ხშირად გაიწმენდთ სახეს შემდეგი ხსნარით: 20 გრ ძმარი,15 გრ ლიმნის წვენი,10 გრ ადუღებული წყალი.

8. სახის კანი ელასტიური ხდება და ნაოჭები ქრება თაფლის სხვადასხვა ნიღბებით:
1) 1 სუფ.კ თაფლს ავურიოთ 1 სადესერტო კოვზი რძე;
2) 1 ჩ.კ თაფლს დავუმატოთ 1 კვერცხის გული და 1 სუფ.კ შვრიის ღერღილი;

9. სახის კანი ელასტიური და ქორფა რომ გახდეს,მოხარშეთ საშუალო ზომის 1 კარტოფილი კანიანად. გაფცქვენით და ასრისეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ არაჟანი ან ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა დაიდეთ თვალის უპეეპსა და კუთხეებში, სადაც ნაოჭების წვრილი ბადე მოჩანს. შეიძლება ასევე პირის ირგვლივაც; .20 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ და უპეებზე მკვებავი კრემის თხელი ფენა გადაისვით.

10. კოსმეტიკაში ქაცვის ზეთს იყენებენ დამარბილებელ, მატონიზირებელ, მკვებავ საშუალებად.

11. თქვენი სახის კანი დიდ ხანს შეინარჩუნებს სინორჩეს თუ დილაობით სახეზე ხშირად დაიდებთ ყინულის ნაჭრებს. უმჯობესია გაყინოთ გვირილის ნაყენი, ოხრახუშის, ნიახურის წვენი.

12. სახის კანი ძილის წინ აუცილებლად საპნით დაიბანეთ და ნურაფერს წაისვამთ, ისე დაწექით.მიეცით კანს სუნთქვის საშუალება.

13. გაუხეშებული ქუსლები დაილბეთ სოდიან წყალში 10-15 წუთის განმავლობაში.(2 ჩ.კ. საჭმლის სოდაც დაუმატეთ მცირეოდენი წყალი), შემდეგ ქუსლებზე მთელი ღამით დაიდეთ გახეხილი ხახვის კომპრესი.დილით დაიბანეთ, ქუსლები გაიხეხეთ და ცხიმიანი კრემი წაისვით.

14. ძველი ჩაის ნაყენი გადაიღეთ რამე ჭურჭელში, გააზავეთ წყალში და დილით პირი დაიბანეთ.ასეთი პროცედურა კანის კარგი მატონიზირებელია და სახეს აძლევს შავგრემან ფერს.

15. ფრჩხილების ლაქი გაშრება და დიდხანს არ მოგცილდებათ,თუ თითებს მაშინვე ჩაჰყოფთ ცივ წყალში 1-2 წუთით