რა სახის დანები არსებობს სამზარეულოსთვის - Gemrielia.ge

რა სახის დანები არსებობს სამზარეულოსთვის



1. უნივერსალური დანა შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის, სწორი ან მომრგვალებული პირით და განსაკუტრებული მახასიათებლების გარეშე. ისინი განკუთვნილია ბოსტნეულის მსხვილად დასაჭრელად.

2. პურის დანა - გრძელი, ტანაბარი პირით, ოდნავ ტალღოვანი ბასრი მხრიდან. ის პურს თანაბრად და გულის დასრესვის გარეშე ჭრის. გამოდგება საზამთროსა და ნესვის დასაჭრელადაც.

3. ბოსტნეულის დანა - მოსახერხებელი სახელურით და შედარებით მოკლე პირით შესანიშნავია ბოსტნეულის და ხილის დასაჭრელად

4. საფხეკი დანა - მსუბუქი და პატარაა, მორკალული ბასრი პირით. მოსახერხებელია ხილ-ბოსტნეულის გასაფხეკად, გასათლელად, დაზიანებული ადგილების ადვილად ამოსაჭრელად.
GEMRIELIA

5. საჭრელი დანა - გრძელი ბასრი პირით განკუთვნილია ხორცის, გამოყვანილი თევზის, ძეხვეულის სიფრიფანა და თანაბარ ნაჭრებად დასაჭრელად.

6. ასევე ხორცისთვის განკუთვნილი დანაა. მისი ტალღოვანი ფორმის წყალობით, დანა საშუალებას იძლევა ძალისხმევის კონცენტრირება პროდუქტის ამა თუ იმ ნაწილზე გავაკეთოთ, რათა ადვილად დავჭრათ მაგარი ხორცი.

7. ფილეს დანა - წვრილი და გრძელი პირით გამოირჩევა. მისი დახმარებით ადვილად ააჭრით თევზისა თუ ხორცის თხელ, თანაბარ ნაჭრებს. ნაჭერი რომ იდეალური იყოს, დანის ერთი მოძრაობით უნდა ააჭრათ.

8. ეს დანა განკუთვნილია ძვლიდან ხორცის ასაჭრელად. აქვს დამახასიათებელი პირი, რომელიც ტართან ფართოვდება.

9. მზარეულის დანა - ფართო და დიდი პირიტ ძალიან მოსახერხებელია ბოსტნეულის დასამუშავებლად და დასაჭრელად.

10. იაპონური მზარეულის დანა ასევე ფართო, ბასრი პირით გამოირჩევა. ის შეუცვლელია სუშის, სოკოს, ჯანჯაფილის ფესვის, თევზის და ხორცის დასაჭრელად.

11. რბილი ყველის დასაჭრელი დანა გამოირჩევა დამახასიათებელი პირით, რაც ხელს უშლის დანაზე ყველის მიწებებას, ხოლო წვეროზე დატანილი ორკაპას დახმარებით ადვილად გადაიტანთ ყველის ნაჭერს თეფშზე.

12. პომიდვრის დასაჭრელი დანა - სპეციალური თხელი და ბასრი პირით ადვილად ჭრის პომიდვრის კანს, ისე რომ არ აზიანებს რბილობს. ასეთი დანა გამოდგება ნებისმიერი ხილ-ბოსტნეულის დასაჭრელად, რომელთაც უხეში კანი და რბილი შიგთავსი აქვთ.

13. სამზარეულოს ნაჯახი - განკუთვნილია დიდი ზომის ხორცის ნაჭრების დასაჭრელად