5 სიმართლე რძის შესახებ, რომელთაც არავინ არ გეტყვით - Gemrielia.ge

5 სიმართლე რძის შესახებ, რომელთაც არავინ არ გეტყვით

რა არის მითი და რა - სინამდვილე რძის მავნებლობასა და სარგებლობაზე? აუცილებელია თუ არა მისი მიღება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის? იწვევს თუ არა იგი მარილებისა და ცხიმების დაგროვებას? - მოდით, შევეცადოთ რძის სარგებლობასა და მავნეობაში გარკვევას.

 

მწარმოებლები აქტიურად მსჯელობენ ამ პროდუქტის სარგებლიანობაზე მაშინ, როცა ზოგიერთი დამოუკიდებელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ რძის საკვებად გამოყენება ბევრ პრობლემამდე მიგვიყვანს. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ: "სვი რძე და იქნები ჯანმრთელი" და ყველაფერი გასაგები იყო. ახლა კი, როცა სპეციალისტებისა და ობივატელების აზრი გაიყო, საზოგადოებას უჭირს გაერკვეს, ეს გემრიელი და ნოყიერი სასმელი მართლა სასარგებლოა თუ მავნე. ერთნი ისე შორს წავიდნენ, რომ ამტკიცებენ: რძე - შხამია, რომელიც ვერ გადამუშავდება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ლამის კიბოს იწვევს. მეორენი, საპირისპიროდ, გვირჩევენ ვიკვებოთ ცილით მდიდარი პროდუქტებითა და მათ შორის, უცხიმო რძით. მესამეთ მიაჩნიათ, რომ თუნდაც 0%-იანი რძე ზედმეტი წონის განვითარების ხელშემწყობია. სად არის სიმართლე?

1. რძის დალევა მხოლოდ ბავშვებისთვის შეიძლება

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ეს პროდუქტი ვერ გადამუშავდება, რადგან მასში ერთდროეულად არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლბი - ეს მითია. ყველა მკვებავი ნივთიერება რძეში ისეთ ბალანსშია მოცემული, რომ ორგანიზმისთვის იოლად ასათვისებელი და მოსანელებელი ხდება. ის, რომ ცილა კაზეინი ასაკთან ერთად ძნელი მოსანელებელია, სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ ლაქტოზისა და რძის ვიტამინ A-ს ინდივიდუალური აუტანლობა. ასე რომ, რძისგან თავი უნდა შეიკავოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღების შემდეგ გებერებათ მუცელი, გაყრით და გექავებათ. სტატისტიკის მიხედვით, ორგანიზმის ასეთი თავისებურება ადამიანების მხოლოდ 15 %-ს აღენიშნება. ამასთან, მათ მშვიდად შეუძლიათ რძის სხვა პროდუქტების - რძემჟავას შემცველი (მაგ: მაწონი, კეფირი, ხაჭო) მიღება.

2. რძეს მივყავართ კალცინოზამდე (მარილების დაგროვება)

კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ძვლებისა და ფრჩხილების მტვრევას, თმის ცვენას, კბილებისა და გულის დაზიანებას. მაგრამ მისი გადაჭარბებული რაოდენობაც უსაფრთხო როდია. ამ შემთხვევაში ის არ შეითვისება ორგანიზმის მიერ და "აცემენტებს" რბილი ქსოვილების უჯრედებს იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყოფდეს ძვლოვანი სისტემისა და კბილების გამაგრებას. ადამიანს აქვს არაელასტიკური კუნთები და ადვილად მსხვრევადი ძვლები. თუმცა, კალცინოზი მხოლოდ რძის გადაჭარბებული მოხმარების შედეგად, გენეტიკური მიდრეკილების, წინასწარგანყობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს.

3. რძე გვეხმარება სწრაფად დაძინებაში

რძეში მოიპოვება ტრიპტოფანისა და ფენილალანინის ამინომჟავები, რომლებიც ორგანიზმზე სედატიურ გავლენას ახდენს და ნერვებს ამშვიდებს. ასე რომ, ხალხური რეცეპტი ძილის წინ ჭიქა თბილი რძის მიღების შესახებ მეცნიერულ საფუძველს ემყარება.

4. რძის დალევა არ შეიძლება 55 წელზე უფროსი ადამიანებისთვის

ეს კი სიმართლეა. მირისტინის მჟავა, რომელსაც რძე შეიცავს, იწვევს მავნე ნივთიერებების დაგროვებას, რაც ათეროსკლეროზის პროვოცირებას ახდენს. ეს დაავადება ხშირად გვხვდება 50 წელზე უფროს ადამიანებში. სწორედ ამის გათვალისწინებით რძის რაოდენობა ჭარმაგ ასაკში მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და ეს მინიმუმიც, სასურველია, ავადუღოთ.

5. გასახდომად უცხიმო რძე უნდა დალიოთ

მიღებულია მოსაზრება, რომ ჭიქა უცხიმო რძის დალევის შემდეგ ადამიანი იღებს კალციუმის, ცილისა და ვიტამინ D-ს  აუცილებელ დოზას, და ამასთან, არ კვებავს ორგანიზმს ზედემტი ცხიმებით, მაგრამ თანამედროვე კვლევებმა ცხადყო, რომ უცხიმო რძის მიღების შემთხვევაში ორგანიზმში ზედმეტი ცხიმის დაგროვების რისკი 57%-ით იზრდება. ეს აიხსნება იმით, რომ მოტყუებული ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში სხვა პროდუქტებიდან იტაცებს კალორიებს.