კომშის ნაყოფით მკურნალობენ ბრონქიტს, ანგინას, ხველას... წაიკითხეთ, რატომ შეარქვეს კომშს ბუნების საჩუქარი - Gemrielia.ge

კომშის ნაყოფით მკურნალობენ ბრონქიტს, ანგინას, ხველას... წაიკითხეთ, რატომ შეარქვეს კომშს ბუნების საჩუქარი

ეს არომატული, ოქროსფერი ხილი ბუნების ნამდვილი საჩუქარია! მისი ნაყოფი მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით , ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის.

მიკროელემენტები, კაროტინი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, ფიტონციდები, ეთერზეთები, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. კომშის მწიფე ნაყოფი მდიდარია შაქრებით - გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით. შეიცავს ასევე ვაშლის, ღვინის და ლიმონის მჟავებს.

კომშის ნაყოფით მკურნალობენ ბრონქიტს, ანგინას, ხველას. ასეთ შემთხვევებში კომში აუცილებლად კურკებიანად უნდა მოხარშოთ ცოტა წყალში და თბილ-თბილი დალიოთ დღის განმავლობაში.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე, მისი ფოთლები და ხის ქერქი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიის და დაბალი ჰემოგლობინის დროს.

კომშის ფოთლები საუკეთესო საშუალებაა ასთმის დროს. აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას.

კომშის მოხარშული ნაყოფი და ნახარში სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გასაძლიერებლად.
კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით - ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს.