ბროწეულის 10 ჯადოსნური თვისება, რომლის შესახებ არასდროს გსმენიათ - Gemrielia.ge

ბროწეულის 10 ჯადოსნური თვისება, რომლის შესახებ არასდროს გსმენიათ


სამოთხის ვაშლი, რომელმაც ევა აცდუნა; ნაყოფი, რომელიც აფროდიტემ კვიპროსზე დარგო; კენკრა, რომლის წვენს "სიყვარულის ნაყენს" უწოდებენ და ყიდიან, როგორც ძლიერ აფროდიზიაკს - ეს სხვა არაფერია, თუ არა ბროწეული! ეს გემრიელი ნაყოფი, რომელიც გვიან შემოდგომაზე მწიფს, მრავალი მითისა და თქმულების წყაროა. ჩვენ შევკრიბეთ მხოლოდ ფაქტები ბროწეულის სარგებლობის შესახებ.
1. ააქტიურებს ჰორმონებს

ზეთები, რომლებსაც ბროწეულის კურკები შეიცავს, ფანტასტიკურად აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს ადამიანის ორგანიზმში. ამის გამო სასურველია მიირთვათ ნაყოფის კურკები განსაკუთრებით მაშინ, თუ უჩივით მტკივნეულ მენსტრუაციას, თავის ტკივილების დროს და კლიმაქსის გამოვლინებისას. 

2. ბუნებრივი ინსულინი

ბროწეული ერთ-ერთია იმ მცირე როდენობის ტკბილეულს შორის, რომელიც არა თუ დაშვებულია დიაბეტით დაავდებილთათვის, არამედ სასრგებლოცაა მათთვის. ყოველდღიურად სულ რაღაც 1 ჩაის კოვზ ბროწეულის წვენის მიღების შემთხვევაში, ჭამამდე, თქვენ საგრძნობლად ამცირებთ შაქრის შემცველობას სისხლში.

3. ამაღლებს ჰემოგლობინს

ბროწეული ოდითგანვე ცნობილია, როგორც ანემიასთან მებრძოლი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. სისხლნაკლულთათვის საკმარისია მიიღონ დღეში 3-ჯერ 0,5 ჭიქა ბროწეულის გაზავებული წვენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

4. დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს და ყელს

ანგინის, ფარინგიტისა და სტომატიტის დროს სასურველია გამოივლოთ პირის ღრუსა და ყელში ბროწეულის ქერქის ნახარში ან ბროწეულის წვენი. კანში შემავალი ტანინი ხსნის ტკივილს, ხოლო ორგანული მჟავები სპობენ ინფექციას.

5. აქვეითებს წნევას

ბროწეულის მარცვლები - ეს პირდაპირ მიგნებაა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის, რადგან ისინი ისე მსუბუქად ამცირებენ მაღალ წნევას, რომ არ იწვევენ გვერდით ეფექტებს, ხოლო ჩაიში დამატებული ნაყოფის გამხმარი ქერქი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის შფოთვას და არეგულირებს ღამის ძილს.

6. საუკეთესო კოსმეტიკური საშუალება

ნიღაბი ბროწეულის ოდნავ მომწვარი ქერქის, კარაქისა და ზეითუნის ზეთის ნარევისგან - საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც ცხიმიანი სახის კანი, აკნე ან ჩირქოვანი გამონაყარი აქვს, ხოლო დაფქული ქერქის ფხვნილი კურნავს ნაკაწრებს, ჭრილობებსა და დამწვრობას.

7. ხსნის ანთებას

ბროწეულის ქერქის ნახარში შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა ტიპის ანთების სამკურნალოდ (მაგ: გინეკოლოგიური, თირკმელების, ღვიძლის, ყურისა და თვალის, სახსრების). მის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დავასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი, ვადუღოთ წყლის ორთქლზე 30 წუთი, გადავწუროთ და გავაზავოთ ანადუღარი წყლით. ამ ნახარშის მიღება აუცილებელია ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 2-3-ჯერ 50 გ-ის ოდენობით.

8. გამოაქვს რადიაცია

ბროწეულის წვენი ითვლება იმ ადამიანების რაციონის შეუცვლელ ელემენტად, რომლებიც რადიაოაქტიურ იზოტოპებთან მუშაობენ, ან ცხოვრობენ მაღალი რადიაციის ზონაში.

9. ჭიების საწინააღმდეგო მძლავრი საშუალება

ბროწეულის ქერქი შეიცავს ალკალოიდ პელტიერინს, იზოპელტიერინს და მეთილიზოპელტიერინს, რომლებსაც ახასიათებთ ჭიების ძლიერი საწინააღმდეეგო თვისება. ჭიებისგან გათავისუფლების მიზნით, უნდა დააყენოთ 40-50 გ დაქუცმაცებული ქერქი 400 გ. ცივ წყალში 6 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ადუღოთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. დარჩენილი ნახარში გადაწურეთ, გააგრილეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. ერთი საათის შემდეგ დალიეთ კუჭში გამხსნელი საშუალება, 4-5 საათის შემდეგ კი გაიკეთეთ ოყნა.

10. დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

ბროწეულის ნაყოფი და ქერქი შემკვრელი თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ მათ იყენებენ ფაღარათის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. მოზრდილთათვის რეკომენდებულია მწიკვი გამომშრალი, დაქუცმაცებული ქერქის მიღება ჭამის შემდეგ, ბავშვებისთვის კი საკმარისია მივცეთ ახლადგამოწურული, წყალში გაზავებული წვენი. ინფექციური დიარეის შემთხვევაში პოლიფენოლები, რომლებსაც ბროწეულის კანი შეიცავს, ეფექტურად ამცირებს დიზენტერიის ჩხირებისა და სხვა გამომწვევის რაოდენობას.