შავი საპოტა - ხილი შოკოლადის გემოთი
ესაა შავი საპოტა - იგივე შავი ხურმა, შოკოლადის ხურმა, შავი ვაშლი, შოკოლადის პუდინგის ხილი...
შოკოლადის მკვეთრი გემოს მიუხედავად საპოტი ნამდვილად ხილია და შესაბამისად ძალიან ცოტა ცხიმს შეიცავს. სამაგიეროდ მასში 4-ჯერ მეტი ც ვიტამინია, ვიდრე ფორთოხალში და კალციუმისა და ფოსფორის კარგი წყაროა. ეს გემრიელი ხილი ხურმის ნათესავია, თუმცა მისგან განსხვავებით თითქმის შავი რბილობი და მუქი მომწვანო კანი აქვს. მართალია არც თუ მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ მწიფე ხილს საოცარი არომატი და მოხარშული კრემის სტრუქტურა აქვს. მას იყენებენ ნამცხვრებში, ნაყინში, ალკოჰოლურ სასმელებში, რძიან კოქტეილებში. ფოთლები გამოიყენება სამკურნალოდ მაღალი ტემპერატურის დროს.
საპოტის ნაყოფი 5-10 სმ დიამეტრისაა. იზრდება მექსიკაში, გვატემალაში, ბრაზილიაში, ანტილისა და ჰავაის კუნულებზე, ფილიპინებზე. კურკები თითქმის არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 5-6 პატარა თესლი აღმოაჩინოთ. თუ გსურთ, რომ საკუთარ ბაღშიც დარგოთ, ეს კი სრულიად შესაძლებელია, კურკა მხოლოდ საუკეთესო ნაყოფიდან უნდა აიღოთ. სასურველია პირდაპირ ხიდან. რადგან დასათესად არც მკვახე ნაყოფის კურკა გამოდგება და არც გადამწიფებულის. ხე შეიძლება ამოვიდეს ხიდეც, მაგრამ ნაყოფი აღ მოისხას.