"მაკდონალდსი" – ყველაზე გემრიელი და ხარისხიანი - Gemrielia.ge

"მაკდონალდსი" – ყველაზე გემრიელი და ხარისხიანი



თავდაპირველად,მკაცრად მოწმდება ის ინგრედიენტები, რომლითაც "მაკდონალდსის" საკვები მზადდება. ყველა ქვეყანაში "მაკდონალდსს" თავისი მომმარაგებელი ჰყავს.

ქართული "მაკდონალდსისთვის" ხორცის წარმოება ხდება გერმანიაში მდებარე ხორცის ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სწორედ გერმანიიდან მოწოდებულ 100%-იან საქონლის ხორცს იყენებს ქართული"მაკდონალდსი" სენდვიჩების მოსამზადებლად, კერძოდ საქონლის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის უძვლო მაღალხარისხიან ნაჭრებს.

გამოყენებული ხორცი 100%-ით საქონლისაა, დანამატებისა და შემავსებლების გარეშე. ისიც უნდა ვთქვა, რომ ხორცის წარმოებისას გამოიყენება სწრაფი გაყინვის მეთოდი, რაც პროდუქტის გემოვნებითი და სასარგებლო თვისებების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ამ დარგის ექსპერტების შეფასებით, ქართული "მაკდონალდსის" პროდუქციის ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის უსაფრთხო.
ტემპერატურა, დრო, თუ რამდენ ხანს უნდა გაჩერდეს ესა თუ ის პროდუქტი მზადებისას დაუამრავი მსგავსი საკითხი, რომელიც სხვაგან შეიძლება წვრილმანი იყოს, "მაკდონალდსის" რესტორნებში მთავარი პრიორიტეტია და მკაცრად კონტროლდება.

თუ პროდუქტს, ან უკვე მომზადებულ საკვებს, რაიმე უმნიშვნელო წუნი აქვს, თუნდაც ვიზუალური, ის ვერანაირად ვერ მოხვდება ჩვენს მაგიდასთან, რადგან მზა საკვების კონტროლის დროს მას აუცილებლად დაიწუნებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – "მაკდონალდსის" თითოეულ მზა პროდუქტს, შესაფუთ მასალაზე თან ახლავს ცხრილი შემადგენლობის აღწერით, რაც კვების რაციონის კალორიების და მთლიანად ინგრედიენტების შემადგენლობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ასე რომ, "მაკდონალდსის"მენიუს საშუალებით გახდომა ან დიეტის დაცვაც კი შესაძლებელია - ყველას შეუძლია დააბალანსოს საკუთარი კვება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

R