მიკროტალღური ღუმელის გამოყენების 10 ყველაზე მოულოდნელი შემთხვევა
1. თუ გინდათ სუნელებსა და საკმაზებს სიმძაფრე დაუბრუნოთ, გააცხელეთ ის მიკროტალღურ ღუმელში 30 წამის განმავლობაში ღუმელის სრული სიმძლავრის გამოყენებით.
2. პურის ნარჩენები გაახვიეთ ქაღალდის ხელსახოში და გააცხელეთ ღუმელის სრული სიმძლავრის გამოყენებით 1 წუთის განმავლობაში. ძველი პური ახალივით გახდება.
3. ნუში იოლად გაიფცქვნება, თუ მას მდუღარე წყალში ჩადებთ და 30 წამის განმავლობაში გააცხელებთ ღუმელის სრული სიმძლავრით.
4. ბერძნული კაკალი კარგად გაიფცქვნება, თუ მას 4-5 წუთის მანძილზე გააცხელებთ წყალში ღუმელის სრული სიმძლავრით.
5. ფორთოხალსა და გრეიპფრუტს კანის თეთრი ნაწილისგან იოლად გაასუფთავებთ, თუ მათ 30 წამის განმავლობაში გააცხელებთ ღუმელის სრული სიმძლავრით.
6. მიკროტალღურ ღუმელში იოლად და სწრაფად გააშრობთ ფორთოხლისა და გრეიპფრუტის ცედრას. მოათავსეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცზე და გააცხელეთ სრული სიმძლავრით 2 წუთის განმავლობაში. ცხელების პროცესში შეგიძლიათ ურიოთ. გაგრილების შემდეგ ის ხმელი და მსხვრევადი გახდება. გამხმარი ცედრა შეინახეთ მჭირდოდ თავდახურულ ჭურჭელში.
7. მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ ლიმონისა და ფორთოხლისგან გამოწუროთ წვენი ბოლო წვეთამდე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ძალიან სქელი კანი აქვთ. რამდენიმე წუთით გაათბეთ ციტრუსი მიკროტალღურ ღუმელში, გააგრილეთ და ამის შემდეგ თქვენ მარტივად შეძლებთ მათგან წვენის გამოწურვას.
8. მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ ზამთრისთვის გაახმოთ მწვანილი, ბოსტნეული, ორცხობილა და კაკალი.
9. მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ გაადნოთ ჩაშაქრული თაფლი 1-2 წუთში.
10. სამზარეულოს დაფებში ჩამჯდარი უსიამოვნო სუნი შეგიძლიათ გააქროთ მარტივად, თუ დაფებს გარეცხვის შემდეგ ლიმონის წვენით გაწმენდთ და მიკროტალღურ ღუმელში გამოწვავთ.