როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან შხამები? - Gemrielia.ge

როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან შხამები?



1. ვაშლი და დარიჩინი

დაჭერით 1 ვაშლი თხლად, დაასხით 500 მლ. სუფთა წყალი, დაუმატეთ 1 ჩ. კოვზი დაფქული დარიჩინი,  გააციეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ეს ნაერთი დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა და გაიწმინდოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

2. ლიმონის წვენი და თაფლი

2. სუფრის კოვზი ახლადგამოწურული ლიმონის წვენი შეურიეთ 200 მლ. თბილ წყალს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. იგი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდაში, გაგიმაგრებთ სისხლძარღვების კედლებს და მოგიმატებთ სასიცოცხლო ენერგიას.

3. ჯანჯაფილის ნაყენი

მცირე რაოდენობით ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ) გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით წვრილად, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ 10 წუთი საშუალო ცეცხლზე. გადაწურეთ.  გაგრილების შემდეგ დაუმატეთ მწიკვი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ასკილის სიროფი. მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უმჯობესდება საჭმლის მონელება, ნივთიერებათა ცვლა, ნაყენს ახასიათებს მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი მოქმედება.

4. ჭარხლის წვენი

მოამზადეთ ჭარხლის ახლადგამოწურული წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და 1 კონა ნიახურისგან. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5. ჯანმრთელობის კოქტეილი

მოამზადეთ ახლადგამოწურული წვენი 1 ფორთოხლის, 1 ლიმონის, 1 სტაფილოსგან, აურიეთ 100 მლ მინერალურ წყალში. სვით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი გადასარევია დაღლილობის მოსახსნელად, მასში ბევრია ანტიოქსიდანტი.

6. კიტრი და ნიახური

დააქუცმაცეთ 1 კიტრი და 1 კონა ნიახურის ფესვი. დაუმატეთ 300 მლ წყალი. სვით დღის განმავლობაში. იდეალურია განტვირთვის დღეებისთვის.