ნუ იჩქარებთ ნარჩენების გადაყრას - ჯერ ჩვენს რჩევებს გაეცანით! - Gemrielia.ge

ნუ იჩქარებთ ნარჩენების გადაყრას - ჯერ ჩვენს რჩევებს გაეცანით!



ბანანის ქერქი -კარგი საკვებია მცენარეებისვის. დაჭერით და დაფალით ქოთანში, ან გადარგვის დროს ჩააყოლეთ. ის კალიუმის კარგი წყაროა და მცენარის ზრდაზე დადებითად მოქმედებს.

კალიუმის კარგი წყაროა უშაქრო ყავის ნალექიც. შეგიძლიათ აკურატულად დაასხათ მცენარის ძირში.

კაკლის ნაჭუჭი შესანიშნავი ნატურალური დრენაჟია. გადარგვის დროს შეგიძლიათ ქოთნის ძირში ჩააყოლოთ.

მანდარინის ქერქები დაალაგეთ კარადებში, მარცვლეულის ქილებთან. კარგი სუნიც იქნება და ჭია, ჩრჩილი და პეპელაც არ მიეკარება.

ფორთოხლის ქერქი დაგეხმარებათ მიკროტალღურის გაწმენდაში. ჩადეთ ქერქითასში, დაფარეთ წყლით და მაქსიმალურ სიმძლავრეზე 5 წუთი ადუღეთ. შემდეგ ღრუბლით და თბილი წყლით გაწმინდეთ ღუმელის შიდა ზედაპირი.