შაქრის გამოყენების 10 არაჩვეულებრივი მეთოდი - Gemrielia.ge

შაქრის გამოყენების 10 არაჩვეულებრივი მეთოდი


1. შაქარი ყვავილებს დიდხანს ინახავს. იმისათვის, რომ მათი ჭკნობა შეაჩეროთ, დაუმატეთ წყალში 3 სადილის კოვზი შაქარი და 2 - ძმარი. შაქარი სასარგებლოა ძირებისთვის, ხოლო ძმარი აფერხებს წყალში ბაქტერიების გამრავლებას.

2. გსურთ, რაც შეიძლება მეტი ყინული შეჭამოთ ცხარე სადილის შემდეგ? - ეს სულაც არ არის აუცილებელი. უბრალოდ, ჩაიდეთ პირში 1 კოვზი შაქარი, ის მაშინვე დააცხრობს ლორწოვანის გაღიზიანებას. თუ თქვენ წონაში დაკლებაც გსურთ, ნუ გადაყლაპავთ.

3. შაქრის სკრაბები დიდი ხანია ცნობილია. მათ ყველა კოსმეტიკურ სალონში იყენებენ როგორც სახის, ისე ტანისთვის. თუმცა, მისი სახლის პირობებში დამზადება სულაც არაა ძნელი. უბრალოდ, ერთმანეთში აურიეთ შაქარი და ზეითუნის ზეთი, თქვენი გემოვნების მიხედვით დაუმატეთ რომელიმე ეთერზეთი. თქვენი კანი აბრეშუმივით ნაზი გახდება.

4. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ მცირეოდენ შაქარს დაიყრით ტუჩსაცხით დაფარულ ტუჩებზე და ცოტა ხანში გაილოკავთ, ტუჩსაცხი უფრო დიდხანს გაგიძლებთ.

5. შაქარი გამოიყენება ლაქების ამოსაყვანადაც - ადვილად ამოყავს ბალახის ლაქები. დაასველეთ დალაქული ადგილი, დააყარეთ შაქარი და დატოვეთ ასე 1 საათი. შედეგი გაგაოცებთ.

6. შაქარი აქრობს ყავის საფქვავში დარჩენილი სანელებლებისა და ყავის სუნსა და ფერს.

7. შაქარი ეხმარება პირის ღრუს ლორწოვანს არა მარტო ცხარე საკვების მიღების შემდეგ, არამედ ცხელი სასმელით დამწვრობის შემთხვევაშიც. ამისთვის, უბრალოდ, დაიდეთ შაქრიანი კოვზი ენაზე და ტკივილი მომენტალურად გაქრება.

8. თქვენს ტუჩებზე ტუჩსაცხი ცუდად ნაწილდება? - მაშინ წაისვით ჯერ შაქრისა და ზეითუნის ზეთის ნარევი და გაიჩერეთ 30 წამი. შემდეგ ჩამოიბანეთ და თამამად გაიკეთეთ მაკიაჟი. ყველაფერი იდეალურად იქნება.

9. ყველამ იცის, როგორი ძნელია ხელიდან მანქანის ზეთის საპნით მოცილება. სამაგიეროდ, შაქრისა და ნებისმიერი ზეთის ნარევით ამის გაკეთება ძალიან იოლია - შეიზილეთ ის ხელებზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ყველაფერი რიგზეა.

10. აღმოჩნდა, რომ შაქარს შეუძლია დახოცოს ბაქტერიები, რომლებიც შეხორცებას უშლიან ხელს და ასევე ქრონიკული ტკივილის გამომწვევი ბაქტერიებიც. ეს ძალიან მარტივია - ბაქტერიებს გამრავლებისთვის სველი გარემო სჭირდებათ, შაქრიან სახვევს კი აქვს უნარი, ბოლომდე შეიწოვოს ნებისმიერი სისველე.