10 საკვები პროდუქტი, რომელიც სამზარეულოში ყოველთვის უნდა გქონდეთ - Gemrielia.ge

10 საკვები პროდუქტი, რომელიც სამზარეულოში ყოველთვის უნდა გქონდეთ

ჩართეთ ეს გემრიელობები თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

1. თაფლი

ის ამაღლებს იმუნიტეტს და ენერგიის საუკეთესო წყაროა. თუ სამზარეულოში თაფლი გაქვთ, მაშინ შაქარი დაივიწყეთ.

2. ბანანი

მასში ბევრია კალიუმი, რომელიც კუნთების სიძლიერეს განაპირობებს. ამასთან, ბანანი დადებითად მოქმედებს გულზე და ამცირებს ინსულტის რისკს.

3. შვრია

მისი ფაფა ასუფთავებს სისხლძარღვებს და კურნავს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს. ამასთან, შვრია კალორიების მინიმალურ ოდენობას შეიცავს.

4. ისპანახი

უმი ისპანახი შეიცავს ვიტამინებს: А, С და К, ანტიოქსიდანტებსა და რკინას, რომლებიც დაგეხმარებათ კუნთების მასის გაზრდაში.

5. ზეითუნის ზეთი

ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ Е-ს, რომელიც მონაწილეობს ვიტამინების: А და К-ს ათვისებაში. ეს ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

6. ვაშლი

იგი შეიცავს იმაზე დიდი რაოდენობით ვიტამინ С-ს, ვიდრე ფორთოხალი. ეს ხილი აფერხებს ორგანიზმში კიბოს უჯრედების გამრავლებას და აუმჯობესებს ფილტვების, გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

7. იოგურტი

იგი შეიცავს დიდი ოდენობით კალციუმსა და პრობიოტიკებს, რომლებიც ამაღლებენ იმუნიტეტსა და აუმჯობესებენ საკვების მონელების პროცესს. ამასთან, იოგურტი საუკეთესო წასახემსებელი საშუალებაა შუა სამუშაო პროცესის დროს.

8. ორაგული

მასში ბევრია ომეგა-3-ის ცხიმი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გვიცავს კიბოსგან. ამასთან,
ორაგული აუმჯობესებს თმის ხარისხს და ებრძვის დეპრესიას.

9. სტაფილო

ეს პროდუქტი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს. სტაფილოს უკეთ ასათვისებლად მიიღეთ იგი არაჟანთან ან მზესუმზირის ზეთთან ერთად.

10. მოცვი

ეს კენკრა აჩერებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს მხედველობას. ამასთან, მას შეუძლია განკურნოს დაბნეულობისა და გულმავიწყობისგანაც.

არ დაგავიწყდეთ ეს სასარგებლო პროდუქტები და თავს ყოველთვის კარგად იგრძნობთ, რადგან ის, რასაც ვჭამთ, აყალიბებს ჩვენს ორგანიზმს. ნუ მოეკიდებით ამ საკითხს უპასუხისმგებლოდ. სწორი კვებაც შეიძლება იყოს გემრიელი!