კომბოსტო - მრავალფეროვანი და სასარგებლო - Gemrielia.ge

კომბოსტო - მრავალფეროვანი და სასარგებლო



თეთრი კომბოსტო
დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, უფრო მეტს, ვიდრე მანდარინი და ლიმონი. ვიტამინი არც დამჟავების ან ხანგრძლივი შენახვის შემდეგ იკარგება.
ამ სახეობის კომბოსტო შეიცავს K ვიტამინსაც, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილებისთვის. მასში პრაქტიკულად არ არის საქაროზა და სახამებელი, რის გამოც სასარგებლოა შეკრულობის დროს. დაბალკალორიულია და კარგად წმენდს ნაწლავებს.

ყვავილოვანი კომბოსტო
მდიდარია ფოსფორით, მაგნიუმით, კალციუმით, A ვიტამინით. მასში დიდი რაოდენობითაა უჯრედისი, C, K, PP, E, B ვიტამინი, ასევე იოდი, კობალტი, მაგნიუმი. ის აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად. 100 გ უმი კომბოსტო შეგივსებთ C ვიტამინის დღიურ ნორმას.

ბროკოლი
კვებითი ღირებულებებით არ ჩამორჩება ყვავილოვანს. ის კალციუმის და B ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. დიდი ხანი ხარშვა არ უყვარს და სრულიად საკმარისია მისი მოწალვა 3-5 წუთის განმავლობაში.

სავოის კომბოსტო
გამორჩევა მუქი მწვანე, გოფრირებული ფოთლებით. მისი გემო უფრო არომატული და ნაზია. მისი ფოთლებით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათა, შეურიოთ პიურეს, შეახვიოთ ტოლმა (პირდაპირ, მოწალვის გარეშე).
სავოის კომბოსტო ყინვებს კარგად უძლებს, მაგრამ თეთრისგან განსხვავებით დიდ ხანს არ ინახება.

ბრიუსელის კომბოსტო
ეს საინტერესო სახეობა ბელგიაში მე-17 საუკუნეში გამოიყვანეს. ბევრი მას მეტისმეტად უგემურად თვლის. გამოიყენება როგორც უმად, სალათებში, თხლად დაჭრილი, ასევე მოხარშული ან შემწვარი და სხვადასხვა სუნელით შეზავებული.
ბრიუსელის კომბოსტო რეკორდსმენია რკინის, კალიუმის და ფორსფორის შემცველობით.

კოლრაბი
გარეგნულად თალგამს წააგავს. მას იყენებენ უმადაც - სალათებში და მოშუშულსაც. აქვს მოტკბო არომატი და თეთრი გული