როგორ ვიმკურნალოთ ბროწეულის წვენით - სასარგებლო რჩევები - Gemrielia.ge

როგორ ვიმკურნალოთ ბროწეულის წვენით - სასარგებლო რჩევები

 

 

 


1. კუჭ-ნაწლავის პრობლემები და სისხლნაკლებობა

დალიეთ 1/2 ჭიქა ბროწეულის წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ამასთან, დაიცავით შესაბამისი დიეტა, რათა თავი დაიცვათ ყაბზობისგან. მკურნალობა განაგრძეთ 2-დან 4 თვემდე. განმეორებითი კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ 1 თვის შემდეგ.

2. ორგნიზმის გაწმენდა

ტოქსინებისგან სისხლის გასაწმენდად სასურველია წელიწადში 3-ჯერ ჩაიტაროთ სამკურნალო კურსი და ამისთვის სვათ ბროწეულის წვენი 3 კვირის განმავლობაში. პირველ კვირას მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ. მეორე კვირას დოზა შეამცირეთ და მიიღეთ 2-ჯერ დღეში. ხოლო მესამე კვირას ბროწეულის წვენი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ.

3. მენსტრუალური ციკლის დარღვევა

საკვერცხეების მიერ ჰორმონების გამომუშავების ნორმალიზებისთვის აუცილებელია ციკლის პირველი 7-10 დღის განმავლობაში ყოველდღე დალიოთ 1 ჭიქა ბროწეულის წვენი.

4. სიცხე, სურდო, ყელის ტკივილი

სასარგებლოა ყელში ბროწეულის წვენის გამოვლება, ასევე მისი დალევა ცოტაოდენი თაფლის დამატებით.

5. შეშუპება, ნაღვლის შეგუბება

მიიღეთ ყოველდღე 1/3 ჭიქა ბროწეულის წვენი.

6. უმადობა

მიიღეთ 1/2 ჭიქა ბროწეულის წვენი ჭამამდე 15 წუთით ადრე.

7. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

რეკომენდებულია 1/2 ჭიქა ტკბილი ბროწეულის წვენის მიღება საუზმემდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.

8. შაქრიანი დიაბეტი, გასტრიტები დაბალი მჟავიანობით

მიიღეთ 1/2 ან 1 ჭიქა წვენი 1 სადილის კოვზ თაფლთან ერთად ყოველდღე, 3-ჯერ დღეში.

9. დამწვრობა

წყალში გაზავებული ბროწეულის წვენით ასველებენ დამწვარ ადგილს, რის შემდეგაც იარა იკეთებს ქერქს, რომლის ქვეშაც სწრაფად მიმდინარეობს შეხორცების პროცესი.

გახსოვდეთ! ბროწეულის წვენის მიღება არ შეიძლება გასტრიტების, კუჭის მაღალი მჟავიანობის, ჰემოროისა და ყაბზობის დროს.