როგორ დავიკლოთ წონაში და ავიმაღლოთ იმუნიტეტი კეფირის კოქტეილით - Gemrielia.ge

როგორ დავიკლოთ წონაში და ავიმაღლოთ იმუნიტეტი კეფირის კოქტეილით

 

კეფირის სარგებლიანობაზე ბევრჯერ დაწერილა. ის სასარგებლო მიკროორგანიზმების წყაროა. ჩვენ შევაგროვეთ კონკრეტული რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებასა და წონის დარეგულირებაში.

 


1. კეფირი სანელებლებით

200 მლ კეფირი, დაფქული კოჭა (ჯნჯაფილი), დაფქული დარიჩინი, დანის წვერით აღებული წითელი წიწაკა და 2 სადილის კოვზი მინერალური წყალი ავურიოთ ერთმანეთში.

2. თაფლით

თუ თქვენ ისე გიყვართ ნამცხვრები, რომ მათ გარეშე ვერ ძლებთ, ჭამეთ ფუნთუშეული დღის პირველ ნახევარში ამ სასმელთან ერთად: აურიეთ 1 ჩ. კ. დაფქული ჯანჯაფილი და თაფლი 2 სადილის კოვზ ადუღებულ წყალში, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, ლიმონის ნაჭერი, გააზავეთ ეს ყველაფერი 200 მლ კეფირში.

3. ვაშლით

ეს ჯადოსნური სასმელი აქვეითებს მადას და მას შეუძლია შეგიცვალოთ საუზმე ან ვახშამი. 5 საშუალო ზომის კანგაცლილი ვაშლი გახეხეთ, აურიეთ 300 მლ უცხიმო კეფირში, დაუმატეთ ცოტაოდენი დარიჩინი და აურიეთ მიქსერით ან დააბლენდერეთ.

4. სამკურნალო

თუ ამ სასმელს დღეში 3-ჯერ თითო ჭიქას დალევთ და, ამასთან ერთად, არ მიიღებთ მაღალკალორიულ და ზედმეტად ცხიმიან საკვებს, და თუ სპორტითაც დაკავდებით, მაშინ ერთ კვირაში თქვენ 2-დან 4 კილოგრამამდე დაიკლებთ. ეს კოქტეილი სასარგებლოა ნაწლავების მიკროფლორისთვისაც. აიღეთ 0,5 ლ. კეფირი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი ანუ კოჭა, ცოტაოდენი თაფლი და მწიკვი დარიჩინი. დააყენეთ 10 წუთი, შემდეგ დააბლენდერეთ. 

5.  ცხიმის დასაწვავი

10 დღის განმავლობაში დილას უზმოზე  და საღამოობით სვით კეფირი ოხრახუშით. ამ პერიოდში დიეტოლოგები გვირჩევენ ბოსტნეულის დიეტის დაცვას და ბევრი სითხის (წყალი, მწვანე ჩაი) მიღებას. კეფირით სავსე ჭიქაში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მწიკვი დარიჩინი და დააყენეთ არანაკლებ ერთი საათისა.

6. კეფირის კოქტეილი ქაცვით

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ 200 გ. ქაცვი, 250 მლ კეფირი და 1-1,5 სადილის კოვზი ცაცხვის თაფლი.

დააბლენდერეთ ქაცვი, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიღებულ მასას აკურატულად მოურიეთ. მიქსერით ცალკე ათქვიფეთ კეაფირი, დაუმატეთ მომზადებული ქაცვის ნაყენი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. გაანაწილეთ ჭიქებში და მაშინვე მიირთვით. კოქტეილი შეგიძლიათ გააფორმოთ პიტნით, კენკრით ან დარიჩინით.