რა უნდა მივირთვათ ძლიერი იმუნიტეტისთვის?
ზამთარში ვიტამინების ნაკლებობა იმუნიტეტის დასუსტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რა საკვები უნდა მივირთვათ იმისთვის, რომ ორგანიზმის დამცავი ძალების დასუსტებას ხელი შევუშალოთ?
- უპირველეს ყოვლისა, ხორცი - ცილოვანი საკვები, რომლის უკმარისობა ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას. ცილოვანი ნივთიერებები, იმუნოგლობულინები, ავადმყოფობისადმი ორგანიზმის გამძლეობას განაპირობებს, მათი სინთეზისთვის კი სწორედ ცილოვანი საკვებია აუცილებელი. მჭლე ხორცი შეიცავს თუთიას, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისაგან იცავს. ვეგეტარიანელებს, რომლებიც ხორცს არ მიირთმევენ, ურჩევენ ბურღულეულს, რძესა და მის ნაწარმს, სოკოს, ხამანწკებს - ისინი თუთიის წყაროს წარმოადგენენ.
- რძის პროდუქტები. რძემჟავა ნაწარმი შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ებრძვიან მავნე ბაქტერიებს, ხელს უშლიან მათ ზრდასა და გამრავლებას. პრობიოტიკების რიცხვს, გარდა კეფირისა და იოგურტისა, მიეკუთვნება ანტისეპტიკები - მწვანე ხახვი, ნიორი, აგრეთვე - ბანანი.
- ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო... მათში ბევრია ბეტა-კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნომასტიმულირებელი თვისებები აქვს.
- მწვანე ჩაი - ისიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
- იმუნიტეტის ასამაღლებლად სასარგებლოა ფლავონოიდებით მდიდარი საკვები. ფლავონოიდები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. მათ რიცხვს ეკუთვნის კვერციტინი (შეიცავს მწვანე ხახვი და ვაშლი), ლიკოპენი (ის უხვადაა პომიდორში) და ელაჰოფის მჟავა (შიეცავს კაკალი).
დილაობით მიირთვით 1 სუფრის კოვზ თაფლში გარეული ცოტაოდენი შავი წიწაკა და ვერავითარი სიცივე და მიკრობი ვერ მოგერევათ.