6 პროდუქტი, რომელსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ - Gemrielia.ge

6 პროდუქტი, რომელსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ



არაჟანი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი რძის პროდუქტია. სწორედ ამიტომ, ხარისხი ხშირად ეწირება რაოდენობას და ცხოველური ცხიმის ნაცვლად ხშირად იყენებენ მცენარეულ ცილას - სოიოს. ყველაფერ ამას ემატება გემოს გამაძლიერებლები და "არაჟანიც" მზადაა. ნამდვილი არაჟანი კი მხოლოდ რძის ნაღებისგან მიღებული პროდუქტია.
თუ ხარისხის შემოწმება გსურთ, გახსენით 1 კოვზი არაჟანი მდუღარე წყალში. თუ კარგად გაიხსნა - ნამდვილია, თუ აიჭრა და დახორხოშდა - ფალსიფიცირებულია.

ზეითუნის ზეთი
მისი ფალსიფიცირება იტალიური მაფიის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საქმიანობად ითვლებოდა ყოველთვის. გამყალბებლები ტუნისური, მაროკოული, ესპანური იაფფასიანი მცენარეული ზეთებისგან ხშირად ამზადებდნენ "თხევადი ოქროს" იმიტაციას.
ხარისხის შემოწმების ზუსტი კრიტერიუმები არ არსებობს, რადგან ზეითუნის ზეთის გემო და არომატი დიდადაა დამოკიდებული თავად ზეთისხილის სახეობაზე, სიმწიფის ხარისხზე, რეგიონზე. თუმცა მაინც ღირს მიაქციოთ ყურადღება მის სურნელს დაშეძლებისდაგვარად სანდო მწარმოებელი შეარჩიოთ.

სოიოს სოუსი
ხარისხიანი სოიოს სოუსის წარმოება ხანგრლივი პროცესია. მოხარშვის შემდეგ სოუსის ფერმენტაციას 40 დღიდან 2-3 წლამდე დრო სჭირდება, მისი სახეობისა ტექნოლოგიის მიხედვით. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მთელ პროცესს რამდენიმე კვირაში ამთავრებენ, რის შედეგადაც ცილის ფერმენტაცია დასრულებას ვერ ასწრებს. სოუის ვერ იღებს საჭირო გემოს, სურნელს და ფერს. ამის გამო სოუსს ამატებელ კანცეროგენს ქლორპროპანოლს და სხვადასხვა კონსერვანტს.
შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს. სოუსი მხოლოდ 4 ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს: წყალს, სოიოს, ხორბალს და მარილს. ზოგჯერ ამატებენ შაქარსაც გემოს ბალანსისთვის.. მისი ფერი მოყავისფრო-მოწითალოა, ოდნავ გამჭვირვალე, ფალსიფიცირებული კი მუქია და სიროპს წააგავს

შებოლილი თევზი

თევზის შებოლვა წესების დაცვით და ხარისხიანად საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. დრო კი ფული ღირს და მწარმოებლებიც ჩქარობენ. სწორედ ამიტომ, ისინი თევზს თხევადი კვამლით ბოლავენ. ის ძლიერი კანცეროგენია და ბევრ ქვეყანაში აკრძალულიცაა.
წესების დაცვით შებოლილი თევზის ხორცი და ცხიმი მოყვითალო ფერს იძენს, თხევადი კვამლით შებოლილის ხორცი კი უბრალო დამარილებული ქაშაყისას წააგავს.

თაფლი
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფალსიფიცირებული პროდუქტია. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ფუტკარს შაქრიანი სიროპით კვებავენ, რის შედეგადაც აბსულუტურად უსარგებლო, იაფფასიანი "თაფლის" დიდ რაოდენობას იღებენ. ხშირად ხდება თაფლის გაყალბება სხვადასხვა მინარევების დამატების ხარჯზე, რის გამოც მოცულობა იზრდება, ხარისხი კი ვარდება.

ხიზილალა
ამ დელიკატესის ფასი ბევრ ფალსიფიკატორს უჩენს გამდიდრების სურვილს და ისინიც ხიზილალას წყალმცენარეებისგან ამზადებენ. წყალმცენარეები ჟელატინის მაგვარ ნივთიერებას - აგარს შეიცავენ და სწორედ მისი დახმარებით იქმნება პატარა მადისაღმვრელი ბურთულები.
შეძენისას დააკვირდით ხიზილალის გამოშვების თარიღს, როგორც წესი მას ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში იღებენ.
თუ მდუღარე წყალში ხიზილალის ბურთულას ჩააგდებთ, ნამდვილი მოთეთრო შლეიფს დატოვებს, ყალბი კი უბრალოდ გადნება.