ზეითუნის ზეთი - როგორ ავარჩიოთ და გამოვიყენოთ სწორად - Gemrielia.ge

ზეითუნის ზეთი - როგორ ავარჩიოთ და გამოვიყენოთ სწორად



ნუ იყიდით ზეითუნის ზეთს ღია ფერის გამჭვირვალე ბოთლით.
მზის შუქის ზემოქმედებით ზეთი კარგავს თვისებების ნაწილს, სურნელს და გემოს. შეარჩიეთ ზეთი, რომელიც მოყავისფრო ან მუქი მწვანე მინის ბოთლით იყიდება. შეინახეთ ბნელ ადგილას

ნუ შეინახავთ ზეთს გაზქურასთან ახლოს.
ბევრი დიასახლისი ზეითუნის ზეთს ჩართული გაზქურის ახლოს ტოვებს საჭმლის მზადებისას, ან სულაც მუდმივად იქ ინახავს, მეტი კომფორტისთვის. ეს არასწორია - სითბო შლის მასში შემავალ ოქსიდანტებს და დროთა განმავლობაში, ზეთი ნაკლებად სასარგებლო ხდება.

ნუ შეაფასებთ ზეთს ფერით
სინამდვილეში ფერი ხარისხზე არ მეტყველებს. ზეთის ფერი დამოკიდებულია ნაყოფის მოკრეფის ადგილსა და დამუშავების ტექნოლოგიაზე, შეიძლება იცვლებოდეს ღია მომწვანოდან ყვითლამდე ან ოქროსფრამდე.

ზეითუნის ზეთის მიღება სასურველია თერმული დამუშავების გარეშე, მაგრამ სრულიად დაშვებულია შესაწვავადაც გამოიყენოთ. მართალია მაღალ ტემპერატურაზე ის სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს კარგავს, მაგრამ მასში მომზადებული საკვები მაინც განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის.

ნუ შეინახავთ ძალიან დიდხანს
საუკეთესო ზეთიც კი კარგავს თვისებებს და იძენს მომწარო გემოს გამოშვებიდან 2 წლის შემდეგ. ამიტომ ყოველთვის დააკვირდით წარმოების თარიღს.

კარგი ზეთი არასოდესაა იაფი! ფასთან ერთად კი აუცილებლად გაითვალისწინეთ რომელ ქვეყანაშია წარმოებული. საუკეთესო ზეთის მწარმოებლად  იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი ითვლება