7 სანელებელი, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია - Gemrielia.ge

7 სანელებელი, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია



სალბი
მისი სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან salvus ანუ "ჯანმრთელი". ამ მცენარეს ტრადიციულად ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იყენებდნენ. მისგან მომზადებულ სასმელს ართრიტის სამკურნალოდ იღებდნენ. სალბს შეუძლია გამოგიკეთოთ გუნება, გაგიძლიეროთ მეხსიერება და ყურადღების კონცენტრირების უნარი.
სალბის ზეთი ეკო-დეზინფექციისთვის გამოიყენება.

ნიორი
ამ ჯადოსნურ პროდუქტზე ყველას სმენია. ძველი ბერენი ათლეტები მას ოლიმპიური შეჯიბრების წინ მიირთმევდნენ. მას შეუძლია სისხლის წნევის რეგულირება და შესაბამისად გულის შეტევის რისკებს ამცირებს. დღეში 2 კბილი ნიორი აგიმაღლებთ იმუნიტეტს და დაგიცავთ ვირუსებისგან.

ქონდარი
მისი გამოყენება უამრავ კერძში შეგიძლიათ, მოდუღებული ნაყენი კი ჩაის სახით მიიღეთ - ხველებისთვის უებარია!

დარიჩინი
ის ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს და ამასთან, ორგანიზმს დიაბეტის პრევენციაში ეხმარება. ის ასევე ძლიერი საშუალებაა ალცჰეიმერის დაავადების პრევენციისთვის. 

როზმარინი
თუ ღია ცეცხლზე, გრილზე შემწვარი ხორცი გიყვართ და ხშირად მიირთმევთ, აუცილებლად გამოიყენეთ როზმარინიც. ბოლის ზემოქმედებით შემწვარი ხორცის დაბრაწულ კანზე კანცეროგენები წარმოიქმნება, მის მოქმედებას კი როზმარინი, ხახვი და ნიორი ანეიტრალებს. ჩაამატეთ როზმარინი შესაწვავი ხორცის მარინადში - მისი ანტიოქსიდანტები დაგიცავენ შეწვისას წარმოქმნილი მავნე ნივთიერებებისგან.

ოხრახუში
მასში უფრო მეტი C ვიტამინია ვიდრე ციტრუსებში. მის მწვანე ფოთლებში კი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შედის, რაც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას აფერხებს