როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს - Gemrielia.ge

როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს



ნაბახუსევის შედეგების აღმოფხვრაზე ზრუნვა თავიდანვე უნდა დაიწყოთ. შეეცადეთ ალკოჰოლი მიიღოთ არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, დროში გაწელილად. ალკოჰოლის მიღების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სითხის მოხმარებას. ამ დროს რეკომენდებულია – წყლის ან გაზგასული მინერალური წყლის მიღება. ერთ ჭიქა ალკოჰოლზე უნდა მოდიოდეს 1–2 ჭიქა სითხე. ასევე უნდა მოერიდოთ შუშხუნა სასმელების მიღებას და ეცადოთ მიიღოთ ცხიმიანი საკვები. 

დაუშვებელია ნაბახუსევის მოხსნა იგივე ტიპის სასმელით. ამ დროს ორგანიზმს დახმარების ნაცვლად დამატებით შხამს აწვდით.

ნაბახუსევიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებ ძილია. მაგრამ ალკოჰოლით მოწამლული ორგანიზმი ხშირად ამის საშუალებას არ იძლევა.

საკვებიდან საუკეთესოა წვნიანები და ბევრი სითხე: ნატურალური წვენები, მინერალური წყალი, ჩირის კომპოტი.

უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ ნაბახუსევის დაძლევაში მწნილი ეხმარება, ძირითადად კიტრის და კომბოსტოსი. ასევე ეფექტურია კიტრის მწნილი, რომელიც ერთდროულად გაუწყლოებასაც ებრძვის და მარილების დონესაც აღადგენს. მაგრამ დარწმუნდით, რომ მწნილის წვენს სვამთ და არა მარინადისას.იტალიელების მტკიცებით, ნაბახუსევის პირველი წამალი 1 ჭიქა მაგარი ესპრესოა, ჩინელების აზრით მაგარი მწვანე ჩაი. ჰოლანდიელები ლუდით იამებენ ქეიფის შემდგომ უსიამოვნო შეგრძნებებს, გერმანელები დამარილებულ ქაშაყს ეძალებიან, ნორვეგიელები 1 ჭია ნაღებს სვამენ სულმოუთქმელად, ამერიკაში კი მარილიან ტომატის წვენს ამჯობინებენ.

ქართული ტრადიციული "ნაბახუსევის მენიუ" ხაში და 100 გრამი არაყია, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალკოჰოლის ალკოჰოლით დამარცხება არც ისე კარგი იდეაა.