9 პროდუქტი, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ - Gemrielia.ge

9 პროდუქტი, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ



კვერცხი
მასში ბევრი ცილაა, რაც დანაყრების გრძნობას ახანგრძლივებს. ამასტან ერთად ღვიძლისთვის საჭირო ამინომჟავებს შეიცავს.

მწვანე სალათი
ის არა მარტო თავად შეიცავს ვიტამინებს, არამედ ეხმარება ორგანიზმს სხვა საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში. მაგალითად, ხორცს უკეთ აითვისებს ორგანიზმი, თუ მას მწვანე სალათის და ბოსტნეულის მიქსს დაურთავთ გარნირად.

მწვანე ჩაი
ჩინეთსა და იაპონიაში სჯერათ, რომ ვინც მწვანე ჩაის ხშირად სვამს, ღრმა სიბერემდე იცოცხლებს და არც ზედმეტი კილოგრამები შეაწუხებს.

მსხალი
მისი საიდუმლო იმაშია, რომ დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და დანაყრევის შეგრძნებას ახანგრძლივებს, ორგანიზმიდან კი ცხიმის და ცუდი ქოლესტერინის გამოდევნას აჩქარებს.

წვნიანი
ერთი თეფში ქათმის სუპი ისევე სწრაფად დაგანაყრებთ, როგორც ქათმისა და კარტოფილის ერთი ულუფა, თუმცა ეს უკანასკნელი ბევრად მეტ კალორიას შეიცავს.

გრეიფრუტი
ეს მჟავე ხილი ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს, აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას, ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს.

დარიჩინი
ის ანეიტრალებს ნაწლავების პათოგენურ ფლორას და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

გოგრა
იდეალური გარნირია ხორციანი კერძებისთვის. მასში შემავალი ვიტამ ინი ტ ეხმარება ორგანიზმს ხორცის ცილის შეთვისებაში. მძიმე საკვების გადამუშავების გაადვილება კი თავის მხრივ იცავს ორგანიზმს გაცხიმიანებისგან.

მარცვლეული და ბურღულეული
სხვადასხვა სახის ფაფები დაგეხმარებათ წონის კონტროლში და გაახანგძლივებს დანაყრების შეგრძნებას.