6 რჩევა, თუკი ბრტყელი მუცელი გსურთ - Gemrielia.ge

6 რჩევა, თუკი ბრტყელი მუცელი გსურთ

 

თუ გსურთ წვრილი წელი და მკვრივი, თხელი მუცელი გქონდეთ, პრესის ვარჯიშის პარალელურად აუცილებელია, კვებას მიაქციოთ ყურადღება. გაეცანით 6 წესს, რომლის გათვალისწინებაც შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ:


1. საკვების მიღების დროს, შეეცადეთ არ გადაამეტოთ. თქვენი ძირითადი კერძის ულუფა, იქნება ეს ფაფა, სუპი თუ გარნირი, უნდა იყოს 250 მლ ჭიქა.

2. კერძს ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლები მარილი დაამატეთ და მთლიანად უარი თქვით კონსერვირებულ და შებოლილ პროდუქტებზე.

3. დაამატეთ რაციონში მეტი უჯრედისი. ეს შეიძლება იყოს სუფთა ქატო. მისი ეფექტი გაგაოცებთ.

4. დალიეთ დღეში 2 ლიტრი წყალი, არაგაზირებული.

5. უარი თქვით ყავაზე, გაზიან და ტკბილ სასმელებზე, ალკოჰოლზე და ჩაანაცვლეთ მწვანე ჩაით.

6. უარი თქვით მაიონეზზე, თეთრ პურზე, თეთრ ბრინჯზე, კარტოფილზე, ძეხვეულზე, პელმენებსა და ხინკალზე, ღვეზელებზე, ნებისმიერ ფასტ-ფუდზე (ჩიპსებიდან ჰამბურგერამდე), ღორისა და ცხვრის ხორცზე, შემწვარ საკვებზე, ტკბილეულზე, ყურძენსა და ბანანზე.

მენიუში ჩართეთ ბურღულეული, თევზის წვნიანი, მოხარშული ქათმის და საქონლის ხორცი, ვაშლი, ფორთოხალი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, მაწონი, ხაჭო, კეფირი, ბოსტნეულის წვნიანები, ორთლზე ან ღუმელში უცხიმოდ მომზადებული კატლეტები, ფაფები. აუცილებლად სვით წყალი და მწვანე ჩაი.