ჯანსაღი კვების პრინციპები ჯეიმი ოლივერისგან - Gemrielia.ge

ჯანსაღი კვების პრინციპები ჯეიმი ოლივერისგან


ფორმაში მოსასვლელად დიეტოლოგები გირჩევენ სასწრაფოდ გადახვიდეთ ოსპის სუპზე, ბროკოლიზე და შავ პურზე, თუმცა ჯეიმი არც მათ ეთანხმება და თვლის, რომ ასეთი საკვები ცხოვრებას აუტანელს გახდის.

ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა ჯანმრთელი კვების თავისი პრინციპები შეიმუშავა, რომლის წყალობითაც ის ყოველთვის ფორმაშია და თავს არაფერში იზღუდავს.

პრინციპი 1
თუ შეძლებთ, რომ დღეში დამატებით ნახევარი ლიტრი წყალი დალიოთ, ორგანიზმი 20%-ით მეტ ენერგიას მიიღებს

პრინციპი 2
თუ თქვენ ხარშავთ ლობიოს ან ბარდას, ვიტამინების ნაწილი წყალში გადადის. ეს ნახარში შეგიძლიათ წვნიანების მოსამზადებლად გამოიყენოთ.

პრინციპი 3
საუკეთესო გადაწყვეტილებაა კერების ორთლზე მომზადება. ამგვარად ორგანიზმი ყველა საჭირო მიკროელემენტს მიიღებს.

პრინციპი 4
შეუხამეთ ერთმანეთს პროდუქტები, რომელიც ერთი შეხედვით არ შეეფერება ერთმანეთს. მაგალითად ხორცი და ხილი. ამგავრად ტვინი სხვადასხვა სიგნალებს იღებს და უფრო აქტიურდება, თქვენ კი ხდებიტ დანაყრებული და ბედნიერი

პრინციპი 5
რაციონში ჩართეთ თევზი და ზღვის პროდუქტი. ეს მიკროელემენტების, ვიტამინების, ცხიმმჟავების კარგი წყაროა.

პრინციპი 6
თუ შოკოლადით გსურთ პირის ჩაგემრიელება, აირჩიეთ მხოლოდ შავი, კაკაოს მაღალი შემცველობით (70% +)

პრინციპი 7
არავითარი ნახევარფაბრიკატები. კომენტარის გარეშე.

პრინციპი 8
შეეცადეთ ყველანაირ კერძში დაამატოთ ბოსტნეული და მწვანილი.

პრინციპი 9
მიმართეთ ექსპერიმენტებს! შექმენით ახალი კერძები სასარგებლო ინგრედიენტებით, როემლიც გიყვართ. ჯანსაღი კვება გემრიელია!