რომელი პროდუქტები აძლიერებს იმუნიტეტს? - Gemrielia.ge

რომელი პროდუქტები აძლიერებს იმუნიტეტს?



უპირველეს ყოვლისა, ხორცი - ცილოვანი საკვები, რომლის უკმარისობა ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას. ცილოვანი ნივთიერებები, იმუნოგლობულინები, ავადმყოფობისადმი ორგანიზმის გამძლეობას განაპირობებს, მათი სინთეზისთვის კი სწორედ ცილოვანი საკვებია აუცილებელი. მჭლე ხორცი შეიცავს თუთიას, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისაგან იცავს. ვეგეტარიანელებს, რომლებიც ხორცს არ მიირთმევენ, ურჩევენ ბურღულეულს, რძესა და მის ნაწარმს, სოკოს, ხამანწკებს - ისინი თუთიის წყაროს წარმოადგენენ.
რძის პროდუქტები. რძემჟავა ნაწარმი შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ებრძვიან მავნე ბაქტერიებს, ხელს უშლიან მათ ზრდასა და გამრავლებას. პრობიოტიკების რიცხვს, გარდა კეფირისა და იოგურტისა, მიეკუთვნება ანტისეპტიკები - მწვანე ხახვი, ნიორი, აგრეთვე - ბანანი.
ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო... მათში ბევრია ბეტა-კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნომასტიმულირებელი თვისებები აქვს.

მწვანე ჩაი - ისიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

იმუნიტეტის ასამაღლებლად სასარგებლოა ფლავონოიდებით მდიდარი საკვები. ფლავონოიდები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. მათ რიცხვს ეკუთვნის კვერციტინი (შეიცავს მწვანე ხახვი და ვაშლი), ლიკოპენი (ის უხვადაა პომიდორში) და ელაჰოფის მჟავა (შეიცავს კაკალი). ცნობილია, რომ წელიწადის ცივ დროს საჭიროა მივირთვათ ქონი, მკერდის ხორცი, ბეკონი, თირკმელები, წიწიბურა, ცერცვი, ლობიო, კატოფილი, ცხარე სანელებლები - ნიორი, წიწაკა, აჯიკა. მჟავე საკვები უსაფრთხოა, ტკბილეული კი ზამთარში მავნებელია, ამიტომ ნამცხვრებისა და კანფეტებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ზამთარში სასურველია ისეთი კერძების მიღება, რომლებიც ათბობს. ასეთია, მაგალითაც, ცხარე კერძები.

საკვები, გარდა ჯანმრთელობისა, გავლენას ახდენს ჩვენს განწყობილებაზე, გარეგნობაზე. დილაობით შვრიის ფაფა სასარგებლოა არა მარტო კუჭისთვის, არამედ კანისთვისაც - ზამთარში ხომ კანი გამომშრალია. შვრიის ბურღული შეიცავს B ვიტამინებს, ამინმჟავებსა და H ვიტამინს (ბიოტინს), რომელიც ხელს უწყობს კანისა და თმის სილამაზეს. გაწყობილება კი ჰორმონ სეროტონინზეა დამოკიდებული. გაზაფხულზე და ზაფხულში მისი დონის ასაწევად მზის სხივებიც საკმარისია, ხოლო ზამთარში, როცა სინათლე ნაკლებია, კარგი განწყობილების დამატებითი წყაროები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, შავი შოკოლადი, ბანანი, შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ანტიოქსიდანტები - ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი.

იმუნიტეტის ასამაღლებლად და ვირუსებისგან თავის დასაცავ­ად გამოგვადგება ცისტ­ეინის შემცველი პრ­­ოდუქტები. ეს არის ნი­ვთიერება, რომელიც ლორწოვან გარსებს გარეგანი გამღიზიანებლებისთვის შეუღწევადს ხდის. ცისტეინი ყველაზე მეტია თავზის, სოიოს, ყველის, ინდაურის ხორცისა და მარცვლეულის შემადგენლობაში. ცნობილია, რომ გაციებას ძალიან უხდება ქათმის ბულიონი - ის ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონესაც აღადგენს. გარდა ამისა, ორგანიზმს გამუდმებით უნდა მივაწოდოთ ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი. მისი ტრადიციული წყაროებია ციტრუსები, ასკილი, კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, შტოში.