რა უნდა ვიცოდეთ ახალგამოწურულ წვენებზე? - Gemrielia.ge

რა უნდა ვიცოდეთ ახალგამოწურულ წვენებზე?



მითი # 1. ანანასის წვენი ცხიმებს ელვის სისწრაფით წვავს.

ეს მარკეტოლოგების წარმატებული ტყუილია. მხოლოდ ანანასის წვენი წლობით ნაგროვებ ცხიმებს ვერაფერს დააკლებს, თუ მთლიანად არ შეცვალეთ კვების სისტემა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე არ გადახვედით, რაც ფიზიკურ დატვირთვასაც გულისხმობს. ბრომელაინი, რომელიც ანანასის ჯადოსნურ ინგრედიენტად მიიჩნევა და ცხიმის წვას მართლაც ხელს უწობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების ხარჯზე, ნაყოფის გულშია კონცენტრირებული, რომელიც არ იჭმევა.

თუმცა, ანანასის ახალდაწურული წვენი მეხსიერებას აუმჯობესებს და სისხლძარღვებს წმენდს. გემრიელად მიირთვით.

მითი #2. ჭიქა წვენი უკეთესია, ვიდრე მთელი კილოგრამი ხილ-ბოსტნეული

ერთის მხრივ ასეცაა: ვიტამინებით ორგანიზმის სწრაფი მომარაგებისთვის საუკეთესო საშუალებაა ახალგამოწურული წვენი. ის ხომ ყველა ნივთიერებას იმ სახით შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი ადვილად შეითვისებს.
მაგრამ მეორეს მხრივ, ხილ-ბოსტნეული უჯრედისს შეიცავს, რომელიც გაწურვის შედეგად წვენსაწურში რჩება. ის წმენდს ორგანიზმს და წვენებისგან განსხვავებით, მის გადამუშავებაზე დიდი ენერგია იხარჯება. ამიტომ, ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს.

მითი #3. პაკეტის წვენი ჩაანაცვლებს ახალგაწურულ წვენს.

რა თქმა უნდა, არა!ახალგამოწურული წვენი ენზიმებს და სუფთა ორგანულ წყალს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის დიდი სიკეთეა. კონსერვირებული წვენები კი, ნაყიდი ან თუნდაც სახლის, ბუნებრივ ვიტამინებს და მინერალებს მოკლებულია.

მითი #4. ახალგამოწურული წვენი ხელს უწყობს გახდომას.

მთლად ასეც არ არის, თუ რა თქმა უნდა მოშიმშილე დიეტას არ იცავთ. არ დაგავიწყდეთ, ასეთ წვენში ვიტამინებთან ერთად დიდი რაოდენობით ხილის შაქარიც შედის და უკონტროლოდ მიღება არ არის რეკომენდებული. თუ გახდომა გსურთ, ძალიან ნუ გაგიტაცებთ წვენები, განსაკუთრებით ყურძნის (100 მლ 29 გ შაქარს შეიცავს).

ბოსტნეულის წვენიც ვერ შეგიცვლით ბოსტნეულს, მაგრამ ჭამის შუალედებში 1 ჭიქის მიღება კარგი იდეაა.

მითი #5. ნექტარი და წვენი ერთი და იგივეა.

ნამდვილად არა! ნექტარი მზადდება ნაკლებად წვნიანი ხილისგან (ატამი, გარგარი, ბანანი და სხვა). წყალთან ერთად შეიცავს ხილის რბილობსაც.

მითი #6. წვენი კლავს წყურვილს

ეს მცდარი აზრია. ორგანიზმი სასმელად მხოლოდ სუფთა წყალს "მიიჩნევს". კუჭი წვენს ისე იღებს, როგორც საკვებს - ის ხომ საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინებს, კალორიებს შეიცავს. შეიძლება ითქვას, რომ წყალს ვსვამთ, წვენს კი ვჭამთ.

მითი #6. ფრეში დიდხანს ინახება მაცივარში.

ახალგამოწურულ წვენში ზოგიერთი ვიტამინი ჰაერის ზემოქმედებით მალევე იშლება, თუნდაც მაცივარში შეინახოთ. მისი დალევა რეკომენდებულია გამოწურვისთანავე ან მაქსიმუმ 1 საათში.

• ნუ დალევთ ახალგამოწურულ წვენებს უზმოზე - ეს კუჭს გააღიზიანებს.
• გამოწურვის წინ ხილ-ბოსტნეული საგულდაგულოდ გარეცხეთ.
• შეურიეთ ერთმანეთს სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული
• სტაფილოს წვენს რამდენიმე წვეთი ზეთი ან ნაღები დაამატეთ - A ვიტამინი ცხიმში ხსნადია.