2015 წლის ყველაზე მოდური საკვები და 15 საუკეთესო გასტრონომიული ტენდენცია - Gemrielia.ge

2015 წლის ყველაზე მოდური საკვები და 15 საუკეთესო გასტრონომიული ტენდენცია


1. სასარგებლო სასმელი


გასულმა წელმა სწორი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოზიციები გაამყარა. ადამიანთა უფრო მეტი და მეტი რაოდენობა სერიოზულად ფიქრობს იმ პროდუქტებზე, რომლებსაც საკვებად იყენებს. ამასთან დაკავშირებით უფრო პოპულარული გახდა სასარგებლო და გემრიელი სასმელი. მაგ: სმუზი და არომატული წვენები. მათში ბევრი ვიტამინი, მინერალი და სასარგებლო ნივთიერებაა. ამასთან, ეს სასმელი მისწრებაა წასახემსებლად.

2. პუშ-კეიკი

წარმოგიდგენთ ახალ დახვეწილ ნუგბარს, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ჩვენს კაფე-ბარებში - ესაა ე.წ. პუშ-კეიკი. ეს აკურატული  მინი-დესერტი წარმოშობით ამერიკიდანაა. ზომით ის ერთი კბილის ტოლია, მაგრამ ეს სულაც არ გიშლის ხელს ფანტაზიის განვითარებაში. პუშ-კეიკის გაფორმება ყველანაირად შეგიძლიათ: ითამაშეთ ფერებით, ფორმით, ინგრედიენტებით. ამ უკანასკნელის როლში ძირითადად გამოდიან ბისკვიტები, კრემი, კენკრა და ხილის ნაჭრები. პუშ-კეიკს ამზადებენ საკონდიტრო შპრიცისმაგვარ სპეციალურ როზეტში.

3. ფუდ-ფოტოგრაფია

საკვები - ეს არა მარტო ენერგიისა და მხნეობის წყაროა, არამედ ეს არის ხელოვნებისა და კრეატივის არეალიც. ამჟამად პოპულარობას იკრებს ე.წ. ფუდ-ფოტოგრაფია, რომელიც გულისხმობს საკვებისა და კულინარიული ნივთების ლამაზი კოლაჟების გადაღებას. ასეთი ფოტოები ამაღლებენ განწყობას და მთელი დღის მანძილზე შთაგონებით გავსებენ.

4. კულინარიული კურსები

დღეისათვის კულინარიულმა კურსებმა ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთმა საშუალებამ. იქ ნასწავლი რეცეპტების სახლში გამეორება იოლად შეიძლება. ცნობილი შეფ-მზარეულები დიასახლისებს საკუთარ რეცეპტებს დღეს უკვე პირდაპირ სამზარეულოებში უზიარებენ. იტალიური სამზარეულო, ფრანგული დესერტები - არჩევანი დიდია. კულინარიული კურსები იყოფა არა მარტო ეროვნული კუთვნილების, არამედ მოსწავლეთა მომზადების დონის მიხედვით. ასევე მრავლად შეგიძლიათ ნახოთ შემეცნებითი პროგრამები როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვისაც.

5. გასტრონომიული მოდა

გასულმა წელმა აჩვენა, რომ საკვები პროდუქტების ადგილი მხოლოდ მაცივრებში არა არის. სვიტერები და მაისურები პიცის, ნაყინისა და ყავის გამოსახულებით - კვების "მოდამ" ქუჩებში გადაინაცვლა. რჩეული საკვების მიმართ სიყვარულის ამგვარად გამოხატვა ერთგვარ ტენდენციად იქცა, თანაც, ამის გაკეთება ძალიან იოლია.

6. კარვინგი

თუ ფოტოგრაფიისკენ გული არ გიწევთ, მაგრამ ხელოვნების ნიმუშების შექმნა გსურთ, შეგიძლიათ მიმართოთ არა ნაკლებ საინტერესო და სახალისო საქმეს - კარვინგს. ეს სფეროც პირდაპირ კავშირშია საკვებთან. კონკრეტულად კი კარვინგი - ესაა ხილისა და ბოსტნეულის მხატვრული ჭრის ხელოვნება. ამ ოსტატობის დაუფლება შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად - ვიდეო გაკვეთილების მეშვეობით, ისე სპეციალურ მასტერ-კლასებზე. თქვენი შრომის რეზულტატად შეგიძლიათ მიიღოთ ლამაზად გაფორმებული მაგიდა. დღეისათვის კარვინგი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უმაღლესი დონის შეჯიბრებებსაც კი მართავენ.

7. გემრიელი ყავა

ეს მატონიზირებელი სასმელი დროისა და სივრცის გარეშე არსებობს. გემრიელი ყავა ყოველთვის აქტუალური და პოპულარულია. ამიერიდან ესპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს უერთდება ყავის ისეთი ახალი სახეობები, როგორიცაა მაგ: რაფი რძის, ნაღებისა და ესპრესოს ფუძეზე. დღეისათვის ის შეგხვდებათ სხვადასხვა ვარიანტად: ქოქოსის, კარამელის და სხვა რომელიმე საინტერესო არომატით.

8. გოფრები

ვაფლი - ეს გემრიელი დესერტი უკვე არაერთი საუკუნეა, ცნობილია. დღეს ჩვენ ვხედავთ მისი პოპულარობის ახალ ტალღას. ხრაშუნა გემრიელ გოფრებს ათქვეფილ ნაღებთან, ნაყინის ბურთულებთან, ცოცხალ ხილსა და კენკრასთან ერთად მიირთმევენ. იგი ისე მიმზიდველად გამოიყურება, როგორც ხელოვნების ნიმუში და მისგან თავის შეკავება თითქმის შეუძლებელია. 

9. გასტრონომიული ტურები

ორი ათეული წლის წინ ამაზე საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო. ახლა კი მრავალი ქვეყნის ტრადიციული, ეროვნული კერძების მომზადება შეგიძლიათ ადგილზე შეისწავლოთ. გასტრონომიულ ტურებს ბევრი ტუროპერატორი სთავაზობს ყველაზე პოპულარული მარშრუტებით - ტოსკანა, პროვანსი, პიემონტი.

10. ეროვნული სამზარეულოს კერძები

პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მაღაზიებისა და სუპერმარკეტების თაროებზე მრავლად მიპოვება, საშუალებას იძლევა მოვამზადოთ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები. ეს საინტერესო გამოცდილებაა. ქვეყნის კულინარიული ტრადიციები ხელოვნების მიღწევებთან ერთად წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას სხვა ხალხების კულტურისა და ღირებულებების გასაცნობად. ეს არის განხვავებული გემოს, არომატების, სუნების დაუვიწყარი მიქსი.

11. ნეკერჩხლის სიროფი

ტკბილის ყველა მოყვარულს ვურჩევთ არჩევანი ნეკერჩხლის სიროფზე შეაჩეროს. ეს გადასარევი შევსებაა დესერტებისთვის. ნეკერჩხლის სიროფი გამოირჩევა დახვეწილი და საინტერესო გემოთი, საუკეთესოდ ეხამება პანკეიკებს, ბლინებს და ვაფლს. ეს პროდუქტი არა მარტო ტკბილია, არამედ სასარგებლოც. იგი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

12. პოპკორნი დე-ლუქსი

ახალი წლისთვის ჩვეული პროდუქტებიც ახალ ცხოვრებას იწყებენ. ეს ეხება პოპკორნსაც. ევროპაში პოპულარობას იხვეჭს პოპკორნი, რომელსაც სხვადასხვა არომატი აქვს დამატებული. ასე რომ, შეგიძლიათ დააგემოვნოთ პოპკორნი პარმეზანის, შოკოლადის, ბარბექიუს არომატითაც კი. ამას გარდა, პოპკორნისგან ახლა ქმნიან ქეიქ-პოპებს ტკბილი ნუგისა და ჯემის დამატებით. აი, ასეთია გარდასახვა.

13. ფონიო

ახალი მოდური ტრენდი ბურღულეულის სამყაროში ეს არის ფონიო. ეს ერთ-ერთი უძველესი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც კაცობრიობისთვის ცნობილია. იგი მოჰყავთ აფრიკის კონტინენტზე, სენეგალიდან კამერუნამდე. ფონიო ტრიუმფალურად შემოიჭრა გასტრონომიულ სამყაროში. ითვლება, რომ მასში მეტი ცილაა, ვიდრე პოპულარულ ბურღულ კინოაში. მაგრამ არსებობს ერთი დიდი მინუსიც - ფონიოს ნახვა მაღაზიებში ჯერ კიდევ ძალიან ძნელია.

14. ბროწეულის წვენი

ამ პროდუქტმა უდიდესი პოპულარობა თავისი სამკურნალო თვისებების გამო მოიპოვა. ბროწეული ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ბროწეულის წვენის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებაში მთელი წლის განმავლობაში. ამასთან, ის საუკეთესო ანთებისსაწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალებაცაა.

15. შვრიის ფაფა

ეს ერთ-ერთი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია მოდური ტრენდებიდან. მისი მომზადებისთვის თქვენ დიდი დრო და ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. შვრიის ფაფის სასარგებლო თვისებები საქვეყნოდ ცნობილია: ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს გონებრივსა და ფიზიკურ აქტივობას.