რა კავშირია ავოკადოსა და ქოლესტერინს შორის? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ბოლო დროს გაჩნდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომელიც უკანასკნელ კვლევებზეა დაფუძნებული, რომ თუ ადამიანი დღეში 1 ავოკადოს შეჭამს, სისხლში ქოლესტერინის დონე დაეწევა. მაინც როგორ ახდენს ეს ტროპიკული ხილი ასეთ საგრძნობ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე? - მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის შეცავს ვიტამინების უნიკალური ნაერთს, მინერალებს, უჯრედისს და ბევრ სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებას.
ამერიკელმა მკვლევარებმა შეარჩიეს 21-დან 70 წლამდე ასაკის 45 ადამიანი, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებდათ, რათა დაკვირვებოდნენ მათ და ეპოვათ ქოლესტერინის დონის კლების ეფექტური მეთოდი. შერჩეული ადამიანები დაყვეს 3 ჯგუფად და სხვადასხვა სახის დიეტა დაუნიშნეს. პირველი ჯგუფის დიეტაში შედიოდა დაბალი ცხიმიანობის შემცველი ხილი, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, დაუფქვავი მარცვლოვანი პროდუქტები - და ყველაფერი ეს ავოკადოს გარეშე.
ორი სხვა ჯგუფის დიეტაში შედიოდა ზომიერად მაღალი ცხიმიანობის შემცველი პროდუქტები. განსხვავება მე-2-სა და მე-3 ჯგუფის დიეტებს შორის იყო ის, რომ უკანასკნელს ემატებოდა დღეში 1 მთლიანი ავოკადო. კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ იმ ჯგუფის პაციენტების სისხლში დაიწია ქოლესტერინის დონემ საგრძნობლად, ვის რაციონშიც ჩართული იყო ავოკადო. უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, თითქმის 2-ჯერ დაიწია ქოლესტერინის დონემ იმ ადამიანთა სისხლში, ვინც ყოველ დღე რეგულარულად მიირთმევდა ავოკადოს!
რადგან ამ უნიკალურ ხილს შეუძლია დასწიოს ქოლესტერინის დონე, გამოდის, რომ ის დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. აქედან გამომდინარე კი ადამიანებისთვის, რომელთაც ამ სისტემის დაავადებები და დარღვევები აღენიშნებათ, რეკომენდებულია ავოკადოს ყოველდღიური მოხმარება. ის დადებითად მოქმედებს არა მარტო იმ პაციენტებზე, რომლებსაც სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აღენიშნებათ, არამედ მათზეც, ვისაც წონაში დაკლება სურს. ასე რომ, შეიყვარეთ ავოკადო - ის დაგეხმარებათ, იყოთ უფრო ჯანმრთელი.