როგორ გავხადოთ კერძები უფრო ჯანსაღი და ნაკლებ კალორიული - Gemrielia.ge

როგორ გავხადოთ კერძები უფრო ჯანსაღი და ნაკლებ კალორიული



1. კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ უჯრედისის შემცველი ბევრი პროდუქტი: ასეთი საკვები ძალიან სწრაფად ბადებს დანაყრების შეგრძნებას მცირე ულუფების შემთხვევაშიც.

ა) მიირთვით მთლიანი მარცვლის ან ქატოს პური.
ბ) გამოიყენეთ მეტი მწვანილი, ბოსტნეული და ხილი.
გ) შეარჩიეთ ისეთი რეცეპტები, რომლებშიც ჩართულია ლობიო, ნიგოზი ან თხილი

2. შეცვალეთ კონსერვირებული მაღაზიის წვენი ცოცხალი ლიმონათებით ან ახალმომზადებული ხილის კომპოტებით. წვენში და წვენის შემცველ სასმელებში ბევრი შაქარია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მათში შაქრის შემცველობა 250-გრამიან შეფუთვაში ხანდახან 6 ჩაის კოვზ შაქარს აღწევს. ამიტომ მათში საკმაოდ ბევრი კალორიაა. ასე მაგალითად, 1 ლიტრ ყურძნის წვენში - დაახლოებით 1100, ხოლო ვაშლის წვენში - დაახლოებით 900. თანაც წვენების უმეტესობა მადას აძლიერებს. სახლის ლიმონათებისა  და კომპოტის შაქრიანობა კი შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. სასმელის გემოს გაუმჯობესება ლიმონის წვენითა და ახალი პიტნის ერთი პატარა ღეროთი შეიძლება.

3. შეარჩიეთ ისეთი რეცეპტები, რომლებშიც არაა საჭირო ინგრედიენტების შეწვა: მომზადების ყველაზე სასარგებლო ხერხია ორთქლზე მომზადება ან ღუმელში მობრაწვა.

4. გაითვალისწინეთ, რომ სახამებლისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები მიირთვათ დიდი რაოდენობით ბოსტნეულთან ერთად. ნუ მიატანთ პურს კარტოფილის კერძებს. მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი მიიღეთ ბოსტნეულის გარნირით.  ბოსტნეული ასევე იდეალური გარნირია ცილოვანი საკვებისთვის.

არ შეიძლება ნესვის სხვა საკვებთან ერთად ჭამა.

რძე ან ცალკე უნდა მიირთვათ, ან არ მიირთვათ საერთოდ.

5. აარჩიეთ დაბალკალორიული დესერტები ცხიმის ნაკლები შემცველობით. ეს შეიძლება იყოს მარმელადი, ზეფირი, უცხიმო ნაყინი, ხაჭოები, იოგურტები და სხვა ხილის ტორტი. თუ ტორტს სახლში აკეთებთ, მისი კალორიულობის შემცირება შემდეგი ხერხებით შეიძლება:

ბისკვიტების გაკეთების დროს, უმარგარინო და უკარაქო რეცეპტები შეარჩიეთ.

კარაქის კრემი და შესქელებული რძე ჩაანაცვლეთ ჯემით, ხილის პირეთი. ის ორგანიზმისთვის უფრო ადვილად ათვისებადია და არ შეიცავს ცხიმებს. ასევე, კრემიან დესერტებს ამჯობინეთ ხილიანი დესერტები.

უარი თქვით ფენოვან ცომზე, რომელშიც ძალიან ბევრი ცხიმია.

6. მკაცრად მიუდექით პროდუქტების არჩევას: პროდუქტი ახალი და მაღალი ხარისხის უნდა იყოს. შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა.