5 ჯადოსნური საშუალება, რომლებიც ეფექტურად ებრძვის გაციებას და ყველა დიასახლისის ოჯახშია - Gemrielia.ge

5 ჯადოსნური საშუალება, რომლებიც ეფექტურად ებრძვის გაციებას და ყველა დიასახლისის ოჯახშია

სანელებლები არა მხოლოდ განუმეორებელ გემოსა და არომატს ანიჭებს თქვენს კერძებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.


დარიჩინი
დარიჩინი ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შეიცავს და მისი მიღება გრიპის პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგია. მოამზადეთ დარიჩინის "ჩაი" : დაასხით მდუღარე წყალი 1/2 ჩაის კოვზ დარიჩინს, დაამატეთ ცოტაოდენი შავი პილპილი, გააგრილეთ და შეურიეთ თაფლი. ეს ჩაი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, როცა თქვენს გარშემო ყველა ახველებს და აცემინებს.

პიტნა
ის მხოლოდ მოხიტოს მოსამზადებლად კი არ გამოდგება, არამედ სამკურნალოდაც. პიტნა მენთოლს, ვიტამინებს და ფლავონოიდებს შეიცავს. მას ძველი ხალხი ხველის საწინააღმდეგოდ იყენებდა. მოამზადეთ ასეთი ნარევი: 2 ს.კ ხმელ პიტნას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და რამდენიმე წუთი დააყენეთ. დაამატეთ რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი და გაიკეთეთ ინჰალაცია.

მდოგვი
გაციების პირველი ნიშნებისთანავე, ფეხები ჩაყავით ცხელ წყალში, რომელშიც გახსნილია შავი მდოგვი (ფხვნილი). შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ, თბილი წინდა ჩაიცვით და ლოგინში ჩაწექით.

კარდამონი
კარდამონი ბრონქებს გაციების შემდეგ დატოვილი ნარჩენებისგან ათავისუფლებს. მოამზადეთ სამკურნალო ჩაი: 9 მარცვალ კარდამონ, 7 ბუტონ მიხაკს, 1/2 ჩ.კ გახეხილ ნედლ ჯანჯაფილს და 1 ჯოხ დარიჩინს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. ადუღეთ 5 წუთი. დაამატეტ ცოტა რძე და წამოადუღეთ. გადაწურეთ და სვით თბილი, თაფლით დამტკბარი.

კურკუმა
კურკუმა კარგია ბრონქიტის და ყელის ტკივილის პირველი ნიშნების დროს. ძილის წინ დალიეთ 1 ჭიქა ცხელი რძე, რომელშიც წინასწარ გახსნით 1 ჩ.კ კურკუმას.
ყელის ტკივილის დროს 1 ჩ.კ კურკუმა და 1/2 ჩ.კ მარილი გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში. გამოივლეთ ეს ნაყენი ყელში დღეში 3-4 ჯერ. კარგია თუ ნაყენს ჩაიგუბებთ 1-2 წუთით