თუ წნევის პრობლემა ოდესმე გქონიათ... 5 პროდუქტი, რომლებიც წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ - ჩაინიშნეთ ეს სია! - Gemrielia.ge

თუ წნევის პრობლემა ოდესმე გქონიათ... 5 პროდუქტი, რომლებიც წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ - ჩაინიშნეთ ეს სია!

თუ წნევის პრობლემა ოდესმე გქონიათ, კარგად გეცოდინებათ რამდენი უსიამოვნების და დისკომფორტის შექმნა შეუძლია მას. გარდა ამისა, მაღალი წნევა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევად და ხელშემწყობადაც ითვლება: მას შეუძლია შეგიქმნათ მხედველობის, გულის, ღვიძლის პრობლემები. ამ პრობლემების გამკლავებაში დიდი დახმარება შეუძლია ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს. დაამატეთ ისინი თქვენს რაციონში და ამით ხელს შეუწყობთ სისხლის წნევის რეგულირებას.

ნიორი მისი ჯადოსნური ინგრედიენტი ალიცინია, როემლიც ჰიპერტონიის პრობლემებს უმკლავდება.

ახვი ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით. კვლევების თანახმად, ხახვის მოყვარულები ჰიპერტონიით ნაკლებად იტანჯებიან.

დარიჩინი კვლევების თანახმად, პირებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ დარიჩინზე დაყენებულ წყალს, სისხლში შაქრის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

ორეგანო (თავშავა) მისი ფოთლები კარვაკროლს შეიცავს, რომელსაც წნევის დარეგულირება შეუძლია.

ზეთისხილი ხილიც და მისი ზეთიც ჯანმრთელობისთვის უბრალოდ უებარია. რეგულარულად მოასხით ზეითუნის ზეთი სალათებს და შედეგებს მალევე დაინახავთ.