თუ გიყვართ სუში, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ გიყვართ სუში, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

 

იაპონური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. უამრავ ადამიანს უყვარს სუში და როლი, თუმცა არც კი ეჭვობს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას რისკავს.


სუშის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი უმი თევზია. იცით თუ არა, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ჰელმინთების - ოპისტორჰოზის და დიფილობოტრიოზის წყაროა?

ოპისტორხოზი 7-12 მმ ზომის პარაზიტია, რომელიც ნაწლავებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში იდებს ბინას. დიფილობოტრიოზი, იგივე ლანცეტა, წვრილ ნაწლავში სახლობს, შეუძლია იცოცხლოს 20 წელიც კი და სიგრძეში 10 მეტრსაც კი მიაღწიოს.

სხვადასხვა პარაზიტების წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი ზღვის პროდუქტი და თევზი: ქაშაყი, კობრი, ვირთევზა, ორაგულის სახეობები, კალმარი, კრევეტი, მოლუსკი, რვაფეხა... ამ პარაზიტებთან "ნაცნობობა" კუჭისა და ნაწლავების კედლების ნეკროზით, ძლიერი ტკივილებით შეიძლება დასრულდეს.

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა ვჭამოთ თუ არა სუში ან სხვა სახის თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტი?

1. იმისათვის რომ თევზი უსაფრთხო გავხადოთ, საჭიროა მისი დამუშავება მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე. ანუ თუ ვერ შევწვავთ ან მოვხარშავთ, მაშინ უნდა გავყინოთ. მაგრამ დაბალ ტემპერატურაზე პარაზიტებს თვეობით შეუძლიათ გაძლება, ამიტომ გაყინვა უნდა მოხდეს მინუს 40 გრადუსზე 7 საათი, ან მინუს 35 გრადუსზე 14 საათი, ან მინუს 28 გრადუსზე 32 საათი.

2. ჩავდოთ მარილწყალში : 1.5გ/ლ შეფარდებით 2-4 გრადუსზე, 14 საათის განმავლობაში.

3. მოვხარშოთ - 20 წუთი ადუღების მომენტიდან.

4. შევწვათ - 15-20 წუთის განმავლობაში.

ამ წესებს იაპონიაში მკაცრად იცავენ. თევზს ყოველთვის ყინავენ გამოყენებამდე. ჩვენთან იაპონური სამზარეულო ახალი ხილია და წესებსაც ყოველთვის არ იცავენ. გირჩევთ ყოველთვის ჰკითხოთ ოფიციანტს ან მზარეულს, რა წინასწარი დამუშავება გაიარა თევზმა გამოყენებამდე.

ნუ მოიხმართ თევზეულს და მოლუსკებს წინასწარი გაყინვის გარეშე, ეს ეხება შებოლილ, გამომშრალ, მარილში გამოყვანილ თევზსაც, რადგან ჰელმინთები ასეთ პროდუქტში თვეობით შეიძლება "სახლობდნენ". სიფრთხილე გამოიჩინეთ შებოლილ და გამომშრალ თევზეულთან, რადგან რთულია დაადგინოთ რა ეტაპები გაიარა მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე.