10 რჩევა სუფთა და მყუდრო სამზარეულოსთვის - Gemrielia.ge

10 რჩევა სუფთა და მყუდრო სამზარეულოსთვის



2. სამზარეულოში ყოველთვის სასიამოვნო არომატი იქნება, თუ სადმე დადგამთ პატარა ქილას სოდით, დაამატებთ რომელიმე ეთერზეთის წვეთებს, თავზე კი დააფარებთ რამდენიმე ადგილას გახვრეტილ ფოლგას. პერიოდულად სოდა შეანჯღრიეთ და ზეთის დოზა დაამატეთ.

3. მაცივარში უსიამოვნო სუნს გააქრობს აქტივირებული ნახშირის რამდენიმე აბი.

4. ხელიდან ხახვის, ნივრის ან თევზის უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ხელები ჯერ საპნით დაიბანეთ, შემდეგ უჟანგავი ფოლადის რაიმე ნივთით "გაიხეხეთ". ეფექტურია ლიმონის წვენიც.

5. ჩაისა და ყავის ნადებს ფინჯანზე აშორებს სოდა. გახეხეთ სოდით და ნადები გაქრება. ასევე ეფექტურია, თუ ფინჯანს აავსებთ კეფირით და მთელი ღამე დატოვებთ.

6. მაგარი მუქი ჩაის ნაყენი კარგად აცლის ცხიმს ლინოლეუმიდან, პარკეტიდან და მინიდანაც კი.

7. ხორცის დაბეგვის დროს მისი პატარა ნაწილაკები ხშირად იფანტება გარშემო და სვრის კედლებს თუ სამზარეულოს ზედაპირს. უმჯობესია ხორცი პაკეტში ჩადოთ და ისე დაბეგვოთ.

8. ჩამოკიდეთ სამზარეულოში პატარა მაგნიტური დაფა, რომელზეც შეგიძლიათ მარკერით წეროთ. ეს მოსახერხებელია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიაწეროთ როგორ მოამზადოთ ესა თუ ის კერძი ან რა იყიდოთ.

9. კარადაში სადაც ბრინჯს, ბურღულს, შვრიას და მსგავს პროდუქტებს ინახავთ ფორთოხლის ან მანდარინის კანი დადეთ - მისი არომატი მწერებს აფრთხობს, რომელიც ხშირად უჩნდება მარცვლეულს.

10.  განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაცივრის სახელურს, ნიჟარას, ჭურჭლის ღრუბელს, სამზარეულოს პირსახოცს. გარეცხეთ, გაწმინდეთ, გამოცვალეთ ხშირად და თქვენი სამზარეულო ყოველთვის სუფთა იქნება