პროდუქტები, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს - Gemrielia.ge

პროდუქტები, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს



ზოგჯერ ის მძაფრად გაილევებს, ზოგჯერ კი მისი ატანა ხანგრძლივად გვიწევს. ძირითადად ეს ქრონიკული დაავადებების დროს ხდება, როგორიცაა ართრიტი, მიგრენა, რევმატიზმი... ადამიანი ტკივილის შეგრძნებისას პირველ რიგში გამაყუჩებელს ეძებს, თუმცა ცოტამ თუ იცის იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ასევე აქვთ ტკივილის გამაყუჩებელი თვისებები.
აი, მათგან ყველაზე ეფექტურები:

1.ბალი ან ალუბალი
მაგრამ ისინი აუცილებლად კარგი მუქი ფერის უნდა იყოს. სწორედ მისი მუქი პიგმენტები გამოირჩევა ანტისპაზმური თვისებებით და დადებითად მოქმედებს სახსრების ტკივილისას, ანთებითი პროცესების დროს.

2.პიტნა
მასში შემავალი მენთოლი ეფექტურად მოქმედებს კუნთების სპაზმური ტკივილის დროს. თავის ტკივილის დროს კი რეკომენდებულია თავის მასაჟი პიტნის ზეთით.

3.მაწონი
ამსუბუქებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევით გამოწვეულ ტკივილებს. მასში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.

4. კურკუმა
დაფქული კურკუმა, გარდა იმისა რომ კერძებს ლამაზ ყვითელ ფერს აძლევს, ძლიერი საშუალებაა ანთებების წინააღმდეგ.

5.ტაჰინი
იგივე სეზამის პასტა აღმოსავლურ სამზარეულოშია პოპულარული.ის დიდი რაოდენობით კალციუმს და მაგნიუმს შეიცავს, რომელიც შეუცვლელია კუნთებისა და სამოძრაო აპარატის ტკივილების დროს.

6. ალოე
გარდა იმისა, რომ შეუცვლელია კანზე ანთებების დროს, კარგად უმკლავდება კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებს, ამცირებს რა ტკივილებსა და გაღიზიანებას. წყალში გაზავებული ალოეს ექსტრაქტი ასეთ დროს კარგი წამალია.

7. ჯანჯაფილი
ეს "მცენარე-ასპირინია". ჯანჯაფილის ფესვი ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. მისი მოხმარება შეიძლება როგორც შინაგანად, სასუნთქი გზების ინფექციების დროს, ისე გარეგანად - გახეხეთ და დაიდეთ ანთების კერაზე.

8.თევზი
თუ გულის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად ხშირად ჩართეთ მენიუში ორაგული და სკუმბრია, რომელიც მდიდარია ომეგა - 3 და ომეგა- 6 ცხიმმჟავებით.

9. ჩილი წიწაკა
ის შეიცავს კაპსაიცინს - ნივთიერებას, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. ის სწრაფად აღწევს ტკივილის კერამდე. წიწაკის ნაყენი რეკომენდებულია ზურგისა და სახსრების ტკივილების დროს, თუმცა ნაყენის გამოყენებისა სიფრთხილე აუცილებელია.

თუ თქვენ რეგულარულად გაწუხებთ ტკივილები ან უკვე იცით, როდის გეწყებათ მისი შეტევები, ჩაინიშნეთ ეს პროდუქტები საჭირო შემთხვევებისთვის. შესაძლოა ეს დაგეხმაროთ უსიამოვნო სიმპტომებთან გამკლავებაში.