8 მარტივი ხრიკი ახალბედა კულინარებისთვის - Gemrielia.ge

8 მარტივი ხრიკი ახალბედა კულინარებისთვის



ეს პროცესი რომ შეანელოთ, ბოსტნეულის უჯრაში სპეციალური საფენი ან "ვაფლის" პირსახოცი დააფინეთ, რომელიც შეიწოვს ზედმეტ ტენს - ბოსტნეულის გაფუჭების ერთ-ერთ მიზეზს.

2. წვნიანი სტეიკი
ხორცისთვის იდეალური მარინადია ლუდი. ის არა მხოლოდ განუმეორებელ გემოს აძლევს, არამედ არბილებს კიდეც ნებისმიერ ხორცს.

3. გააცოცხლეთ მაფინები და კექსები
გამომშრალ, რამდენიმე დღის მაფინებს ან კექსს ახალ სიცოცხლეს შესძენთ, თუ ქაღალდის პაკეტში ჩადებთ, ცოტა წყლით დანამავთ და რამდენიმე წუთი ღუმელში შედებთ. იგივე შეგიძლიათ სცადოთ ძველი პურის გასაახლებლად.

4. გააცოცხლეთ მწვანილი
თუ მწვანილი, სალათის ფოთლები ან სხვა ნებისმიერი ფოთლოვანი ბოსტნეული მოჭკნა და სიქორფე დაკარგა, ჩადეთ ცივ წყალში რამდენიმე საათით. ამ მეთოდით სალათის ფოთლები ძველებურ სიხრაშუნეს დაიბრუნებს, მწვანილი კი ახლახანს მოკრეფილივით გახდება. ეს მეთოდი ეფექტურია სტაფილოს, ბოლოკის, ნიახურის ღერების შემთხვევაშიც

5. მარილიანი კერძი
თუ კერძი დაგიმლაშდათ, ჩააგდეთ მასში უმი კარტოფილი და რამდენიმე წუთი ხარშეთ. ან უბრალოდ მეტი წყალი დაამატეთ.

6. ლიმონის წვენი
თუ კერძისთვის მხოლოდ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი გჭირდებათ, ნუ გაჭრით მთელ ლიმონს, რომელიც შემდეგ მალე გაფუჭდება. უბრალოდ გახვრიტეთ და გამოწურეთ საჭირო რაოდენობის წვენი.

7. მწიფე და წვნიანი ხილი
თუ რომელიმე ხილი ბოლომდე მწიფე, რბილი და წვნიანი არ არის, დაეხმარეთ დამწიფებაში: ჩადეთ პაკეტში ვაშლთან ერთად. ვაშლი ეთილენს შეიცავს, რომელიც ხილს "გამოცოცხლებაში" დაეხმარება.

8. სველი მარილი
თუ მარილი დაგინესტიანდათ, ჩააგდეთ მარილის კოლოფში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი - ის ტენს შეიწოვს.