შეფ-მზარეულების 5 საიდუმლო - აი, რატომ არ ჰგავს სახლში მომზადებული კერძი რესტორნისას - Gemrielia.ge

შეფ-მზარეულების 5 საიდუმლო - აი, რატომ არ ჰგავს სახლში მომზადებული კერძი რესტორნისას



ნუ დაგწყდებათ გული ამის გამო. მთავარია, ისინი თქვენს ოჯახსა და მეგობრებს მოეწონოთ. თქვენ ხომ პროფესიონალი მზარეული არ ხართ, რომ ზეპირად იცოდეთ უამრავი რეცეპტი და საიდუმლო. და თუ მაინც გსურთ გაიგოთ, რატომ არ ჰგავს სახლში მოზადებული საჭმელი რესტორნისას, ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი სტატია.

1. მარილი


რესტორნის მზარეულები არ უშინდებიან კერძში მარილის მეტი რაოდენიბით გამოყენებას. როგორც წესი, ისინი მარილს იყენებენ თითქმის ყველა ინგრედიენტის დამატებისას და მომზადების ყველა ეტაპზე. ისინი ყოველთვისოდნავ მეტ მარილს აყრიან, ვიდრე ეს საჭიროა.
GEMRIELIA

2. ცხელი ქურები

რესტორნებში გაზქურები და ღუმელები ყოველთვის მაქსიმალურ ტემპერატურაზეა გაცხელებული იმიტომ, რომ მარალ ტემპერატურაზე საჭმელი უფრო სწრაფად მზადდება. ეს, რათქმა უნდა, ყველა სახის სადილს არ უხდება, თუმცა, ზოგისთვის პირდაპირ მისწრებაა: აძლევს ლამაზ შეფერილობას და ოქროსფერად ბრაწავს კანს.
GEMRIELIA

3. ხახვი-შალოტი

გაოცდებით, როცა შეიტყობთ, წელიწადში თუ რა რაოდენობით იძენენ რესტორნები ამ ჯიშის ხახვს. ის პრაქტიკულად ყველა კერძში გამოიყენება. მზარეულები უპირატესობას სწორედ შალოტს ანიჭებენ იმ მიზეზით, რომ მას ჩვეულებრივ ხახვთან და ნიორთან შედარებით რბილი გემო და ნაკლები სიცხარე ახასიათებს.
GEMRIELIA

4. კარაქი

კარაქი - ეს ყველაზე მარტივი ხერხია ნებისმიერი კერძისთვის გემოს დასამატებლად. ვერ ხვდები რატომ აქვს მოხრაკულ ბოსტნეულს ნიგვზის მსუბუქი გემო ან რატომაა ეს სოუსი ასე რბილი არომატის? - ეს ყველაფერი კარაქის დამსახურებაა.
GEMRIELIA

5. სუფრაზე მირთმევა

პროფესიონალი მზარეულები დიდ დროს ხანჯავენ კერძის გაფორმებასა დ ასუფრასთან მირთმევის ხელოვნებაზე იმიტომ, რომ ეს ძლიერ მოქმედებს კერძისგან მიღებულ შთაბეჭდილებაზე.

გაითვალისწინეთ მზარეულთა ეს საიდუმლოები, რათა თქვენ მიერ მომზადებული კერძი რესტორანში მირთმეულს დაემსგავსოს, მაგრამ გახსოვდეთ: ეს მთავარი როდია. მთავარია, თქვენი სადილი თქვენი ოჯახის წევრებს მოეწონოთ.