რას მიირთმევენ საუზმეზე სხვადასხვა ქვეყანაში
საუზმე - ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა! მისი წყალობით ლამის ნახევარი დღის განმავლობაში ბევრი რამ უნდა შეძლოთ როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროსთვის!
სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ ფოტოებს, თუ როგორ საუზმობენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფოტოების მიხედვითაც კი შეგვიძლია დავასკვნათ, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყველგან დილის საკვებს.
ჩინეთი
შემწვარი პური, ბრინჯის ფაფა და ბრინჯის ლაფშა.
გაიანა
Bake & saltfish - ეს არის ფუნთუშა თევზითა და ბოსტნეულით.
ირანი
თხელი ლავაში და ომლეტი "კუ-კუ-საბზი".
საფრანგეთი
ფინჯანი ყავა და ბუტერბროდი ახალი ბაგეტით.
იაპონია
ტრადიციული საუზმე - ბრინჯი, მისო-სუპი წყალმცენარეებით. დასავლეთ იპონიაში - ყავა, ტოსტი კარაქით, კვერცხი, კარტოფილის სალათი.
პოლონეთი
კვერცხის ტაფამწვარი სოსისებით.
ეგვიპტე
მადამასი - კერძი ლობიოთი, თურქული ბარდით, ნივრითა და ლიმონით.
იტალია
ტოსტი ჯემით.
ცენტრალური ინდოეთი
დოსა - ბრინჯის ან ოსპის ფქვილის ხმიადები.
კოლუმბია
ჩანგუა - რძის სუპი მწვანე ხახვითა დ ყველით.
თურქეთი
თურქული საუზმე - ესაა ყველი, ხილი, ომლეტი, ზეთისხილი, მურაბა.
ბრაზილია
Pão de queijo - ფუნთუშები მანიოკისა (კარტოფილის ფქვილის მაგვარი) და ყველისგან.
ნიგერია
თურქული ბარდის ბურთულები და სიმინდის ფქვილისა და შესქელებული რძის სუპი.
ესპანეთი
შემწვარი პური გახეხილი ნივრითა და ახალი პომიდვრის პიურეთი.
ვენესუელა
სიმინდის ფქვილის პური სხვადასხვა მისაყოლებლით - ყველი, ქათმის ხორცი, ლორი.
კამბოჯა
სუპი ბრინჯის ლაფშით, ხორცითა და ბოსტნეულით.
ლიბანი
პური ხორცის ფარშით, ყველითა და ქონდარით.
ინდონეზია
ბრინჯი კრევეტებით, ქათმის ხორცითა და ძეხვით.
პაკისტანი
Nihari - ჩაშუშული ცხვრის ან საქონლის ხორცი ტვინის ნაჭრებით.
მაროკო
ხმიადები, თაფლი, ხეთისხილი, თურქული ყავა ან პიტნის ჩაი.
ისრაელი
შაკშუკა - პომიდვრის სოუსში, მწვანე ხახვსა და სანელებლებში მოხრაკული კვერცხი.
დიდი ბრიტანეთი
ტრადიციული ინგრედიენტები: ბეკონი, კვერცხი, სოსისები, ლობიო, სოკო, პომიდორი, შავი პუდინგი და ტოსტი.
რუსეთი
ტრადიციული რუსული საუზმე: ბლინები და ოლადები.