რა უნდა მიირთვათ, თუ გსურთ ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ? - Gemrielia.ge

რა უნდა მიირთვათ, თუ გსურთ ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ?

საკვებ რაციონში რეგულარულად უნდა ჩართოთ სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. ერთიცა და მეორეც ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, უმი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას პირის ღრუში, ასუფთავებს და მასაჟს უტარებს ღრძილებს, ამაგრებს კბილის მინანქარს.

კბილებისა და ღრძილებისთვის სასარგებლო საკვები

სტაფილო - შეიცავს კაროტინს, რომელიც სასარგებლოა ღრძილებისა და, საზოგადოდ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისთვის, ამაგრებს კბილის მინანქარს. უმი სტაფილო საუკეთესო ტრენაჟორ-მასაჟორია როგორც კბილების, ასევე ღრძილებისთვისაც.

რძე - შეიცავს კალციუმს, რომელიც კბილების ძირითადი საშენი მასალაა.

თევზი - შეიცავს ფოსფორს, რომელიც ასევე აუცილებელია კბილებისთვის.

მწვანილი - ორგანული კალციუმის უნივერსალური წყაროა.

ზღვის კომბოსტო - იოდისა და სასარგებლო მიკროელემენტების უხვი შემცველობის წყალობით აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

ვაშლი - საუკეთესო მასაჟორია ღრძილებისთვის, წმენდს და ათავისუფლებს კბილებს ნადებისგან.

გოგრა - შეიცავს ფთორს, თუთიას, სელენს. საუკეთესოდ ათეთრებს კბილებს, ანიჭებს მათ სიმტკიცესა და ჯანმრთელობას.

ხახვი - შეიცავს ჩ ვიტამინსა და ფიტონციდებს. ამაგრებს ღრძილებს. 

უზმოზე წყლის სმა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამუშავებას განაპირობებს, ეს კი კბილების ნადებით დაფარვის საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამასთან - საჭმლის სრულფასოვანი მონელების საფუძველიც.