რა უნდა ვიცოდეთ ძეხვეულის შეძენის, მომზადებისა და შენახვისას - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის - Gemrielia.ge

რა უნდა ვიცოდეთ ძეხვეულის შეძენის, მომზადებისა და შენახვისას - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის



შესაბამისად, ბაზარზე წარმოდგენილი ძეხვეულის, სოსისების, შებოლილი შაშხების ფართო ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გვიიოლებს ცხოვრებას და ამასთან ერთად, დროის დაზოგვაშიც გვეხმარება.

თუმცა მსგავსი საკვების შეძენისა და მომზადებისთვის აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ძველი და ახალი, ხარისხიანი და უხარისხო სოსისი თუ ძეხვი, რა ნორმები უნდა იყოს დაცული მათი შენახვისას - ამის თაობაზე კომპანია "ნიკორას" ტექნოლოგი ნანა პერტენავა რამდენიმე რჩევას გვაძლევს:

• ძეხვეულის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხარისხიანი ძეხვეული უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის, მშრალი ზედაპირით, არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი საღებავის ფერი და არ იყოს დაობებული.

• თუ ძეხვეული არის მუქი ფერის, შემხმარი ზედაპირით, ლორწოვანი გარსით, აქვს არასასიამოვნო მომჟავო სუნი, ეს ნიშნები მეტყველებს პროდუქტის სიძველეზე. პროდუქციას ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს ობის წერტილები - ზოგიერთი სახეობის გარდა (ნედლად შებოლილი ობიანი ძეხვეული);

• ყველა პროდუქტს ინდივიდუალური შენახვის ვადა აქვს. შეუფუთავი სახით მოხარშული ძეხვეული კონსერვანტების დამატების გარეშე ინახება 5-7 დღე, შებოლილი ძეხვეული ინახება 15-30 დღე სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისას.

აღნიშნული ვადები ვაკუუმ და დაცულ ატმოსფერული შეფუთული პროდუქციის შემთხვევაში იზრდება, დაცულ შეფუთვაში არსებული ატმოსფერო უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხო შენახვას, საგემოვნო თვისებების, ხარისხისა და არომატის შენარჩუნებას. პროდუქტი უფრო დაცულია დაბინძურებისაგან და შესაბამისად, ხარისხიც გაცილებით სტაბილურია.

• უნდა მოვერიდოთ ძეხვეულის ქუჩაში შეძენას. ხშირია შემთხვევები, როცა ქუჩაში გამოტანილ ძეხვეულზე შენახვის ვადა მითითებულია 3-6 თვე, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, თუ საქმე ხარისხიან პროდუქტთან გვაქვს. ამას გარდა, ქუჩაში ჰიგიენის ნორმების და პროდუქტის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

• აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია: შემადგენლობა, კვებითი ღირებულება და შენახვის პირობები. თუ ეტიკეტზე არ არის განთავსებული ეს ინფორმაცია, ასეთი პროდუქციის შეძენა სარისკოა.

• სოსისის მოხარშვა აუცილებელია ცელოფანთან ერთად, რომელიც გადაკრული აქვს. ცელოფნის მოძრობის შემთხვევაში, სოსისში არსებული ყველა არომატი გარეთ გამოვა.

• მოხარშვის დროს არ უნდა მოხდეს სოსისის გადადუღება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ შეძენის დროს ეს პროდუქტი უკვე მოხარშულია და მას მხოლოდ შეთბობა სჭირდება. ამიტომ გირჩევთ, ჩაყაროთ მოსახარში სოსისი ცარიელ ქვაბში, დაასხათ ცივი წყალი, მიიყვანოთ ადუღებამდე და როგორც კი ადუღებას დაიწყებს, გამორთოთ გაზი. სარდელის მოხარშვასაც იმავე წესის გამოყენებით გირჩევთ.

• ნუ შეიძენთ გაურკვეველი წარმოშობის პროდუქციას. უმჯობესია, იყიდოთ ცოტა და კარგი ხარისხის ძეხვეული, ვიდრე გაურკვეველი წარმოების და დიდი რაოდენობის პროდუქტი.

• გირჩევთ, ძეხვეული სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინოთ, ისეთ სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში, სადაც მაქსიმალურადაა დაცული პროდუქტის შენახვისთვის საჭირო წესები და ნორმები.