შოკოლადის გოჭები - რომანტიკული საჩუქარი იაპონელებისთვის - Gemrielia.ge

შოკოლადის გოჭები - რომანტიკული საჩუქარი იაპონელებისთვის

ვალენტინობის წინ ტოკიოს საკონდიტროებში შოკოლადის უჩვეულო საჩუქარი გამოჩნდა - ჩასუქებული გოჭების ფიგურები, რომლებიც ნასიამოვნები გამომეტყველებით იქცევენ მყიდველების ყურადღებას.


გოჭები ზუსტად 1 კილოგრამს იწონიან და უმაღლესი ხარისხის რძიანი შოკოლადისგანაა დამზადებული. მათი ფასი 8000 იენია, რაც დაახლოებით 70$ ექვივალენტია.  ფიგურების ვარდისფერი შესაფუთი კოლოფი ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი სწორედ რომანტიკული წყვილებისთვისაა დამზადებული.