აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ - და კიდევ 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ შვრიის ფაფა - Gemrielia.ge

აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ - და კიდევ 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ შვრიის ფაფა

შვრიის ფაფას თაყვანისმცემელთა დიდი არმია ნამდვილად არ ჰყავს. ძძალიან ბევრ ადამიანს მისი გემოს საერთოდ არ მოსწონს და უამრავი სასარგებლო თვისების მიუხედავად, მაინც ვერა და ვერ შეიყვარა. შგაგაცნობთ 10 მიზეზს, რის გამოც ღირს შვრიას კიდევ ერთი შანსი მისცეთ და ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში.


1. შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ხსნად უჯრედისს, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

2. დღეში 3 გ უჯრედისი ქოლესტერინს 8-23%-ით ამცირებს. შვრიის ფაფის დღიურ ნორმაში კი 4 გ უჯრედისი შედის.

3. შვრიის რეგულარული მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

4. შვრია შესანიშნავი საკვებია სპორტსმენებისთვის და ხანგრძლივად უნარჩუნებს ორგანიზმს ენერგიას

5. შვრია დაგეხმარებათ წონის კონტროლში. ის ხელს უწყობს ორგანიზმში ნეიროპეპტიდური ჰორმონის ჰოლეცისტოკინინის გამომუშავებას, რაც აჩენს დანაყრების შეგრძნებას , აკონტროლებს მადას და ანტიდეპრესანტული თვისებები აქვს.

6. შვრიას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

7. შვრია მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რითაც ჩვენს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. თავისუფალი რადიკალები ონკო და გულსისლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მიზეზია.

8. შვრია, როგორც უჯრედისით მდიდარი საკვები, ამცირებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის წარმოქმნის რისკს.

9. შვრია ცილისა და სასარგებლო ნახშირწყლების შესანიშნავი წყაროა - შედეგად ორგანიზმი ენერგიას დიდხანს ინარჩუნებს.

10. ბეტა-გლუკანების საშუალებით, შვრია აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.