პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვა არ შეიძლება
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ პროდუქტებს, რომელთა მაცივარში შენახვა არ შეიძლება. ზოგიერთი კვების პროდუქტი მაცივარში უფრო სწრაფად იცვლის გემოს, კარგავს სასარგებლო თვისებებს და ფუჭდება, ვიდრე მის გარეშე. დაიმახსოვრეთ ამ პროდუქტების ჩამონათვალი და მოათავსეთ ისინი მაცივრიდან შორს!
1. ხახვი
ხახვი თავს ცუდად როდი გრძნობს მაცივარში, მაგრამ პრობლემა იქ არსებულ მაღალ ტენიანობაშია. მაცივრის მაღალმა ტენიანობამ შეიძლება ხახვის დარბილება გამოიწვიოს. იგი უგემური გახდება და ლპობას დაიწყებს. ამიტომ ხახვის შენახვა სასურველია გრილ, მშრალ ადგილას.
2. ავოკადო
სასურველია საკვებად გამოვიყენოთ მწიფე ავოკადო - იგი განსაკუთრებით გემრიელია მაშინ, როცა მისი პურზე წასმა კარაქივით შეიძლება. მაცივარში კი ავოკადოს დამწიფება შეუძლებელია, ამიტომ შეინახეთ იგი ოთახის ტემპერატურაზე.
3. კარტოფილი
კარტოფილი მაცივარში კარგავს არა მარტო გემოს, არამედ ხდება რაღაც "წყლიანი". შეინახეთ იგი ბნელ და მშრალ ადგილას ქაღალდის პაკეტსა ან მუყაოს ყუთში.
4. პომიდორი
პომიდორი და ტომატები ასევე რისკის ჯგუფში მოხვდა - მაცივარში ისინი ხდებიან სულ სხვა კონსისტენციის და კარგავენ გემოს, ამიტომ შეინახეთ პომიდორი ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.
5. ყავა
ყავა კარგად იწოვს ნებისმიერ სუნს და ნესტს. ასე რომ, მოათავსებთ რა მას მაცივრის თაროზე, თქვენ რისკავთ დალიოთ ყავა ყველა იმ არომატით, რაც კი მაცივარში მოგეპოვებათ. შენახეთ ყავა ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, მშრალ და გრილ ადგილას.
6. ნიორი
ნიორი კატასტროფულად სწრაფად ფუჭდება მაცივარში მაღალ ტენიანობაზე. მაცივრის გარეშე იგი შეიძლება შენახოს 2 თვემდეც.
7. სოუსები
ყველა სოუსი როდი ინახება მაცივარში - ზოგიერთი შეიძლება გაფუჭდეს კიდეც. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია შეფუთვაზე.
8. კურკოვანი ხილი
მკვახე კურკოვანი ხილი ჯერ უნდა მოათავსოთ ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო შემწიფების შემდეგ გადაიტანოთ მაცივარში.
9. საზამთრო
საზამთრო უნდა შეინახოთ მაცივრის გარეშე, მხოლოდ გაჭრილ მდგომარეობაში მოათავსეთ ის იქ.
10. თაფლი
არ ღირს თაფლის მაცივარში შენახვა, რადგან ის კრისტალდება, კარგავს დამახასიათებელ გემოს და სასარგებლო თვისებებს.
11. პური
არ არის საჭირო პურის მაცივარში შენახვა - იქ არსებული ნესტი ხელს უწყობს ობის განვითარებას.