"Nutella"-ს შემქმნელი მიკელე ფერერო გარდაიცვალა - Gemrielia.ge

"Nutella"-ს შემქმნელი მიკელე ფერერო გარდაიცვალა

14 თებერვალს, შოკოლადის იმპერიის მფლობელი, მიქელე ფერერო 89 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.


1946 წელს მიკელე ფერერომ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო პატარა საკონდიტრო. თავდაპირველად, მიქელე ფერეროს სურდა შოკოლადის იაფი ალტერნატივა შეექმნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ეს პროდუქტიც იყო მყარი მასა, რომელიც იჭრებოდა. შემდეგ ფერერომ რეცეპტი  შეცვალა, პროდუქტს კი სახელად უწოდა "ნუტელა". პროდუქტი ექსპორტზე ევროპაში გავიდა და საოცარი წარმატება მოიპოვა. ამის შემდეგ მათ გააფართოვეს საწარმო და გაამრავალფეროვნეს თავისი პროდუქცია. მათი კომპანია აწარმოებს ასევე ქინდერს და  ფერერო როშეს.

მსოფლიოში ნუთელა იყიდება ყოველ 2,5 წამში ერთხელ, ხოლო 2013 წელს გამოუშვეს იმდენი ნუთელა, რომ მისი ჯაჭვი 1,4-ჯერ შემოერტყმეოდა დედამიწას.

ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიაში დასაქმებულია 22 ათას თანამშრომელზე მეტი და წლიური გაყიდვები 8 მილიარდ ევროზე მეტია. აქედან 1,7 მილიარდი კი "ნუტელას" გაყიდვაზე მოდის.

ფორბსის თანახმად ფერეროების ქონება 23,4 მილიარდი დოლარია და ის იტალიის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, ხოლო მსოფლიოს მდიდარ ადამიანებს შორის 30-ე.