როგორ შევიძინოთ სურსათი ფულისა და საკრედიტო ბარათის გარეშე? - Gemrielia.ge

როგორ შევიძინოთ სურსათი ფულისა და საკრედიტო ბარათის გარეშე?



თუ ჩვენთან მსგავსი ტიპის მომსახურებას ტანსაცმლის, წიგნებისა და პარფიუმერულ მაღაზიებში შეხვდებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასაჩუქრე ბარათები პროდუქტების მაღაზიებსაც აქვთ. რამდენიმე ხნის წინ ევროპაში მოგზაურობისას სუპერმარკეტში სასაჩუქრე ბარათი რომ შემომთავაზეს, გამიკვირდა და ეს სერვისი უცნაურად მომეჩვენა.

ვის უნდა ვესტუმრო სურსათის სასაჩუქრე ბარათით-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რომ დავფიქრდი, ამ მომსახურებას საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე აქვს და ბევრ სიტუაციაში შეიძლება მისი კარგად გამოყენება. ჩამოსვლისთანავე მოვიკითხე ქართულ სუპერმარკეტებში სასაჩუქრე ბარათი, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ვერსად მოვიპოვე. ახლა შევიტყვე, რომ თურმე "ნიკორას" სუპერმარკეტებში უკვე შეგვიძლია შევიძინოთ 50-ლარიანი ვაუჩერები, რომლის განაღდებაც 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია "ნიკორას" სუპერმარკეტებში.

გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც მსგავსი პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტური და პრაქტიკული იქნება:

1. დავეხმაროთ საკუთარ თავს, მართოს საკუთარი ფინანსები

თუკი ხელფასი თვის დასაწყისში გერიცხებათ, თვის ბოლოსკენ ალბათ კაპიკებს ითვლით. რომელიმე პროდუქტების მაღაზიის ან სუპერმარკეტის სასაჩუქრე ბარათი კი შეგიძლიათ თვის დასაწყისში შეიძინოთ და თვის ბოლოს, როდესაც ხელფასამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი, სურვილისამებრ გამოიყენოთ.

2. დავეხმაროთ შვილს, რომელსაც ახალშექმნილი ოჯახი აქვს

საქართველოში აქტუალურობას არ კარგავს თემა, როდესაც მშობლები ახალგაზრდა შვილის ოჯახს აქტიურად ეხმარებიან. შვილის ოჯახში სტუმრად მისული დედა თუ დედამთილი იშვიათად სტუმრობს მას სურსათ-სანოვაგის გარეშე. ამ შემთხვევაში მსგავსი ტიპის სასაჩუქრე ბარათს კიდევ მეტი დატვირთვა აქვს - ჩუქნით მათ სასაჩუქრე ბარათს და აღარ გიწევთ თავის ატკიება იმაზე ფიქრით - ნეტავ, ზეთი უფრო სჭირდებათ თუ ხორცპროდუქტები?

GEMRIELIA

3. ვეხმარებით ხანშიშესულ მშობლებს

თუკი მშობლებთან შერბენას კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე ახერხებთ და ისიც ცოტა ხნით, შეგიძლიათ მსგავსი ტიპის სასაჩუქრე ბარათი კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით გამოიყენოთ.

4. გაახარეთ მეუღლე

ყველამ ვიცით, როგორც უყვართ მამაკაცებს მეგობრების წრეში ფეხბურთის ყურება ან უბრალოდ, მათ კომპანიაში ყოფნა. თუკი გსურთ საყვარელი ადამიანის გახარება, ნამდვილად ეფექტური იქნება, თუკი მას სასაჩუქრე ბარათს გადასცემთ, რაც თქვენს მეუღლეს საშუალებას მისცემს, მეგობრებთან ერთად ის პროდუქტი თუ სასმელი აირჩიოს, რომელიც თავად მოესურვება.