შინაური საშუალებები წამლების ნაცვლად
ქათმის წვნიანი გაციების სამკურნალოდ
გრიპისა და გაციების დროს ბავშვებს წინათ ქათმის წვნიანს აძლევდნენ. ის არ
მხოლოდ კარგად ანაყრებს, არამედ ათბობს ორგანიზმს და ამცირებს სისხლის თეთრი სხეულების აქტიურობას, რომლებიც იწვევენ გაციების სიმპტომებს.
მიხაკის ზეთი კბილის ტკივილის სამკურნალოდ
მიხაკის ზეთი ევგენოლის შესანიშნავი წყაროა. ეს გახლავთ ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ეს ზეთი პოპულარული ხალხური ტკივილგამაყუჩებელია. შეურიეთ მისი რამდენიმე წვეთი ¼ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს, წაუსვით ბამბაზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. მიხაკის ზეთის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაუზავებელმა ზეთმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს ქსოვილების და ნერვის გაღიზიანება, მით უფრო თუ ქსოვილი დაზიანებულია.
საჭმელი სოდა კუჭის ტკივილის დროს
სოდა კუჭის მჟავე წვენთან შერევისას რეაქციაში შედის და ქმნის ნეიტრალურ პგჰ. ამის დამსახურებაა ტკივილის შემსუბუქებაც.
თაფლი ყელის ტკივილის დროს
თაფლი ყველაზე გემრიელი წამალია. მისი მიღება დამოუკიდებლად ან ჩაის შემადგენლობაში ეფექტურად ამცირებს ხველის სიმპტომებს და ყელის ტკივილს.
ძმარი მზით დამწვრობის დროს
მზით დამწვრობით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებას ძმარი დაგიამებთ. გააზავეთ იგი წყალში, დაასველეთ პირსახოცი და დაიდეთ მტკივან ადგილებზე. უსიამოვნო სუნის მიუხედავად კანის წვა დაგიამდებათ. იგივე ეფექტი აქვს რძემჟავა პროდუქტებს და პომიდვრის წვენს.