რით გამოვკვებოთ თვალის ჩინი - პროდუქტები უკეთესი მხედველობისთვის
გარემომცველი სამყაროს შესახებ ინფორმაციის 90% სწორედ თვალით ვიღებთ, ამიტომ კარგი მხედველობის ხანგრძლივად შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ვიტამინი A თვალს გამოშრობისა და ე.წ. "ქათმის სიბრმავისგან " იცავს. ეს ვიტამინი უხვადაა ყვითელ, წითელ, ნარინჯისფერ ბოსტნეულსა და ხილში, ასევე კვერცხში, თევზის ცხიმში, კარაქსა და ღვიძლში.
ვიტამინი C ანტიოქსიდანტია. ის უხვადაა კომბოსტოში, ისპანახში, ციტრუსში, წიწაკაში, კივიში, მოცხარში...
ვიტამინი D მხედველობის სიმკვეთრისთვისაა აუცილებელი. მას შეიცავს ორაგული, თინუსი, სარდინი, თევზის ცხიმი, ღვიძლი, ვიტამინიზირებული რძე, კვერცხის გული.
ვიტამინი E შედის ავოკადოში, ატამში, გოგრაში, ნიგოზში, მცენარეულ ზეთებში, კვერცხსა და თევზში.
სელენი ამცირებს კატარაქტის განვითერების რისკს. მას შეიცავს თევზეული, მარცვლეული, ხახვი, ნიორი, სოკო.
ცხიმმჟავა ომეგა 3 თვალის უჯრედების მდგომარეობას აუმჯობესებს. იგი უხვადაა ცხიმიან თევზში
ფლავონოიდები- ანტიოქსიდანტები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების მავნებლობას ანეიტრალებს და შთანთქავს, გვხვდება ჩაიში, წითელ ღვინოში, მოცვში, ალუბალში, ქაცვში, ხახვში და ციტრუსებში