საღეჭი რეზინი - რას წარმოადგენს ის სინამდვილეში? - Gemrielia.ge

საღეჭი რეზინი - რას წარმოადგენს ის სინამდვილეში?

საღებავებს – Е171 , Е129, Е132,
გემოს სტაბილიზატორებს – Е414, Е422 , ემულგატორს – Е322, რომელიც ღვიძლს ვნებს და ნაწლავებზე უარყოფითად მოქმედებს. იგი ასევე შეიცავს ფენილანილს, რომელსაც სასარგებლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ნებისმიერი საღეჭი რეზინი შედგება 2 ძირითადი კომპონენტისაგან: ფუძე და შემავსებლები (არომატიზატორები, დამატკბობლები, საღებავები და ა.შ.)

ფუძე უხსნადია და არანაირი კვებითი ფასეულობა არააქვს. მისი შემადგენლობა ისეა შერჩეული, რომ თანდათან გამოჰყოს არომატიზატორები და დამატკბობლები ღეჭვის პროცესში. რეზინოვანი ფუძე "კევის" საერთო მასის 20% შეადგენს. წესით რეზინოვანი ფუძე, უნდა იქმნებოდეს კაუჩუკის ხის წვენისაგან, მაგრამ ჯერ ამდენი ხე არც დარგულა და არც ამოსულა, რომ გამოყენებული ყოფილიყო მასიურ წარმოებაში. ამიტომ ხდება მისი ჩანაცვლება, ხელოვნური კაუჩუკის საშუალებით. კერძოდ იზოპრენ და ბუტადიონური კაუჩუკით, პოლიიზობუტილენით (ბუტილკაუჩუკი), ვინილაცეტატისა და ეთილენის თანაპოლიმერით.

შემავსებლებს მიეკუთვნება შაქარი (საქაროზა, გლუკოზა ან დექსტროზა) ან შაქრის შემცვლელები(სორბიტოლი, მანიტი, მალტიტი, ქსილიტი, იზომალთინი და ა.შ.), საღებავები და არომატიზატორები .
პროფესიონალი ექიმების აზრით, "უშაქრო საღეჭი რეზინის" გადამეტებულმა მოხმარებამ შეიძლება კუჭის პრობლემები გამოიწვიოს.

5 გრამზე მეტი სორბიტი დღეში ორგანიზმში პატარ-პატარა უსიამოვნებების მიზეზი ხდება. ყოველდღიურად 20 გრამზე მეტი კი გარანტირებული დიარეაა. საღეჭი რეზინის თითო ფირფიტა 1 გრამამდე სორბიტს შეიცავს. იგი არა მხოლოდ რეზინის წარმოებაში გამოიყენება, არამედ დიაბეტურ უშაქრო პროდუქტებშიც.

საღეჭი რეზინის საღებავებს მიეკუთვნება: "ყვითელი" E110, "წითელი"  E124, ტარტრაზინი E102, ქლოროფილის სპილენძის კომპლექსი E141. ტიტანის დიოქსიდი რეზინის მასას აძლევს თოვლისფერ თეთრ ფერს E171.
არც ისე დიდი ხნის წინ, საღეჭ რეზინის შემადგენლობაში დაიწყეს კარბამიდის (შარდოვანა, ჩO(NH2)2) და ნატრიუმის ფტორიდის დამატება.

დანამატი Е320 (ბუტილჰიდროქსიანიზოლი) სინთეტიკური წარმოშობისაა და სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას იწვევს.

რეზინში შემავალი ლეციტინი ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს, რასაც, თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება შეუძლია.

კატეგორიულად არ შეიძლება რეზინის ღეჭვა მშიერ კუჭზე. თუ ეს სისტემატურად ხდება, დიდი შანსია გასტრიტით "დასაჩუქრდეთ".

სარეკლამო პერსონაჟები ხშირად გვარწმუნებენ, რომ საღეჭი რეზინის გემოს ვერ განვასხვავებთ ნამდვილი მწიფე საზამთროსა თუ მარწყვისგან. შეფუთვაზე კი ყოველთვის აწერია, რომ შეიცავს ნატურალურის იდენტურ ხელოვნურ არომატიზატორებს. როგორც წესი, სწორედ ეს "საკვები ქიმია" აძლევს გემოს პროდუქტს. სიტყვათა თამაში "ნატურალურის იდენტური" ნუ შეგაცდენთ - სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი სინთეზური, ლაბორატორიაში მიღებული ქიმიური ნაერთებია.
ყველა ზემოჩამოთვლილი კომპონენტი საღეჭ რეზინს ემატება საგემოვნო, ფიზიკური და გარეგნული მახასიათებლების მისაღებად და არამც და არამც თქვენი კბილების დასაცავად!
თუმცა, დადებითი თვისებები საღეჭ რეზინს მაინც აქვს! მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ ცვლის კბილის ჯაგრისს, ჭამის შემდეგ ის მექანიკურად მაინც ასუფთავებს კბილებს. იწვევს ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციას და პირის ღრუს პH-ს მომატებას.

ღეჭვის პროცესი კუჭში მარილმჟავას (კუჭის წვენის) გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია. ჭამის შემდეგ, საღეჭი რეზინის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მონელების პროცესს. გულძმარვით შეწუხებულ პაციენტებს, ექიმები ურჩევენ საღეჭი რეზინის გამოყენებას. როგორც ცნობილია, გულძმარვას იწვევს დიდი რაოდენობით მჟავე კუჭის წვენის გამოყოფა. როგორც ავღნიშნეთ საღეჭი რეზინი ახდენს ნერწვის გამოყოფის სტიმულაციას, რაც თავის მხრივ ანეიტრალებს მჟავეებსა და ტუტეებს.
.