10 ურყევი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ პომიდორი ყოველდღე - Gemrielia.ge

10 ურყევი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ პომიდორი ყოველდღე


1.  პომიდორი მდიდარია ფოლიუმის მჟავით და ვიტამინებით - A და C, ასევე მთელი რიგი ანტიოქსიდანტებით, რომელთა შორისაა ლიკოპინი, ალფა-ლიპოიდური მჟავები, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი და ხოლინი. ლიკოპინი მას აძლევს ფერს, ამიტომ წითელი პომიდვრები გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე სხვა შეფერილობისა.

2. ალფა-ლიპოიდური მჟავები გლუკოზას გარდაქმნიან ენერგიად, ასევე აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს და უზრუნველყოფენ სისხლძარღვების ელასტიკურობას.

3. ხოლინი შეუცვლელია, როცა საქმე ეხება მეხსიერებას და რაიმეს შესწავლას, იგი ასევე სასარგებლოა, როცა ჩვენ სპორტით ვართ დაკავებული.

4. ვაშლისა და ლიმონ-მჟავები, რომლებსაც ასევე შეიცავს პომიდორი, გვეხმარება გულსისხლძარღვთა და საჭმლისმომნელებელი სისტების პრობლემების დროს.

5. ვიტამინები A და C ამაღლებენ იმუნიტეტს და აუმჯობესებენ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

6. ნივთიერება ლიკოპინი აფერხებს ორგანიზმში სიმსივნურ წარმონაქმნებს. იგი კარგია თვალის მაკულარული დისტორფიის, რომელიც იწვევს სიბრმავეს, პროფილაქტიკისთვისაც. თერმული დამუშავების შედეგად ლიკოპინის რაოდენობა პომიდორში მხოლოდ იზრდება, ამიტომ ამ ბოსტნეულის მიღება შესაძლებელია არა მარტო უმ მდგომარეობაში. ძალზე სასარგებლოა პომიდორი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთთან ერთად - ამგვარად მთელი ამ სასარგებლო ნივთიერებების ათვისება ორგანიზმის მიერ უფრო ადვილად ხდება.

7. სასარგებლოა არა მხოლოდ ცალკე აღებული პომიდორი, არამედ ის კერძებიც, რომელთაც საფუძვლად ეს ბოსტნეული უდევს. მაგალითად: ტომატის წვენი სასარგებლოა გასტრიტებისა და დაბალი მჟავიანობის, ანემიისა და მეხსიერების დაქვეითების დროს.

8. ტომატები ცნობილია საფაღარათო თვისებითაც, ამიტომ ხშირად იყენებენ ყაბზობის სამკურნალოდ.

9. პომიდორი ეხმარება ადამიანს არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც. მასში დიდი რაოდენობით შემავალი სეროტონინი და ტიამინი, რომლებიც ბედნიერების ჰორმონებს წარმოადგენენ, ეხმარებიან დეპრესიასთან ბრძოლასა და გუნება-განწყობილების ამაღლებში. ამიტომ მიიღეთ პომიდორი სტრესების, ფსიქიკური აშლილობის ან დათრგუნული მდგომარეობის დროს.

10. პომიდორს ძალზე აფასებენ, როგორც დიეტურ პროდუქტს. ზემოხსენებული უნიკალური თვისებების გარდა ის დაბალკალორიული პროდუქტიცაა და მისი გამოყენება ნებისმიერი სახის დიეტისა თუ კვების რეჟიმის დროს შეიძლება. ქრომი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ბლოკავს შიმშილის გრძნობას და სიმაძღრის განცდას ავითარებს.

მაგრამ არ არის რეკომენდებული პომიდვრის მიღება ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ ნაღველკენჭოვანი ან თირკმელკენჭოვანი დაავადებები, ასევე მათთვის, ვისაც აღენიშნება ალერგია ამ პროდუქტზე. ამასთან, პომიდვრის დამარინადებული და დაკონსერვებული სახით მიღებისგან თავს სრულად თუ ვერ შეიკავებთ, მათი რაოდენობა რაციონში შეამცირეთ მაინც, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გულისა და წყლულოვანი დაავადებების გამწვავება. ამიტომ სჯობს ზაფხულობით ახალი პომიდორი მიირთვათ, ზამთარში კი - გაყინული.

თქვენ, ალბათ, აქამდე არც კი გსმენოდათ პომიდვრის ამ უნიკალური, სასარგებლო თვისებების შესახებ, ამიტომ ჩართეთ ის თქვენს რაციონში, რადგან ამ პროდუქტის მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისთვის შეუფასებელია.