მე მაქვს 7 „ოქროს წესი“ მაკარონის იდეალურად მოსამზადებლად - ოჯახის წევრები გაოცებულები რჩებიან - Gemrielia.ge

მე მაქვს 7 „ოქროს წესი“ მაკარონის იდეალურად მოსამზადებლად - ოჯახის წევრები გაოცებულები რჩებიან

რა არის მაკარონის მოხარშვაზე ადვილი? თითქოს არაფერი. მაგრამ იტალიელები თვლიან, რომ ამ მარტივ პროცესსაც აქვს თავისი წესები.


1 ქვაბი უნდა იყოს დიდი. თუნდაც სულ პატარა ულუფას ამზადებდეთ, ქვაბი მაინც შედარებით დიდი შეარჩიეთ.

2. წყალიც ბევრი უნდა იყოს. იტალიელი მზარეულების აზრით, 1 კოლოფი მაკარონის მოსახარშად საშუალოდ 5 ლ წყალია საჭირო. ხარშვის დროს მაკარონი იწოვს წყლის გარკვეულ რაოდენობას და გამოყოფს სახამებელს. თუ წყალი ცოტაა, მზა პროდუქტი ერთმანეთს მიეწებება.

3. ჯერ მარილი ჩაყარეთ, შემდეგ მაკარონი და არა პირიქით. 1 ლ წყალზე საჭიროა დაახლოებით 10-12 გ მარილი.

4. მარილის ჩაყრის შემდეგ, დაელოდეთ წყალი ისევ კარგად ადუღდეს, ჩაყარეთ მაკარონი და მოურიეთ. წამოადუღეთ მაღალ ცეცლზე, კიდევ მოეურიეთ და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, თავსახურის გარეშე.

5. ნებისმიერი იტალიელი გეტყვით, რომ მაკარონი უნდა მოხარშოთ "ალ დენტე". ეს ნიშნავს, რომ კბილს ოდნავ მაგრად უნდა ხვდებოდეს, იყოს მოხარშული, მაგრამ არა გადახარშული.

6.ნუ გადაავლებთ მაკარონს ცივ წყალს! გადაწურვის შემდეგ, ჩააბრუნეთ ქვაბში ან ფართო ჭურჭელზე გადაიტანეთ. თუ არ აპირებთ რაიმე სოუსი მოუმზადოთ, უბრალოდ მოასხით 1-2 კოვზი ზეითუნის ზეთი ან თუნდაც ცოტაოდენი თავისივე ნახარში წყალი.

7. სუფრაზე მაკარონი ცხელი უნდა მიიტანოთ. ნებისმიერი სალათა, კატლეტი, ხორცი უნდა მოამზადოთ მანამ, სანამ მაკარონის ხარშვას დაიწყებთ. ასევე წინასწარ დაიწყეთ სოუსის მზადება, რომელშიც აპირებთ მაკარონის შერევას, ხოლო შუა მზადების პროცესში დაიწყეთ მაკარონის ხარშვა