როგორ დავჭრათ ხახვი უცრემლოდ - მარტივი და ეფექტური რჩევები - Gemrielia.ge

როგორ დავჭრათ ხახვი უცრემლოდ - მარტივი და ეფექტური რჩევები


ხახვის უჯრედებში უხვადაა აქროლადი ნივთიერებები, რომლებიც ინტენსიურად იფრქვევა ჰაერში დანის დასმისას. ადამიანს ამ დროს თვალები უცრემლდება , იმიტომ, რომ ორგანიზმი ცდილობს გახსნას ან ჩამოიბანოს აღნიშნული ქიმიური ნივთიერებები მანამ, სანამ ისინი თვალებზე იმოქმედებს. ცრემლი - ორგანიზმის ბუნებრივი საშუალებაა - მოიცილოს, ჩამოიბანოს მავნე ნივთიერებები.
ცრემლების ღვრის გარეშე ხახვის დაჭრის რამდენიმე მეთოდი არსებობს; მაგალითად - დაჭრის პროცესში უნდა გაიკეთოთ სათვალე, ხახვის ბოლქვები ხშირ-ხშირად ასველოთ ცივ წყალში, ან კიდევ, დაჭრის წინ ხახვი საყინულეში 10 წუთით გააციოთ.

ყველა ჩამოთვლილი მეთოდი ხელს უშლის ხახვის დაჭრისას ცრემლდენას:

• სათვალე ფიზიკურ ბარიერს ქმნის ნივთიერებებსა და თვალებს შორის;
• დაჭრის წინ მაცივარში ხახვის ბოლქვების საგანგებოდ გაყინვა ამცირებს აქროლადი ნაერთების გამოყოფას;
• ბოლქვების ცივ წყალში ხშირ-ხშირად დასველება ასევე ამცირებს აქროლადი ნაერთების გამოყოფას, მათთან ქიმიურ რეაქციაში წყლის შესვლის გამო. კარგი იქნება თუ დანასაც დაასველებთ და ხელებსაც. ასევე ეფექტურია, თუ ღია  ონკანთან ახლოს დაჭრით ხახვს.

ხახვის დაჭრა ყველაზე მარტივად კომბაინითაა შესაძლებელი - სწრაფად, თანაბრად და თანაც უცრემლოდ. თუმცა კომბაინი ყველას არ აქვს, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ხერხის ცოდნა აუცილებელია.